ლეგენდის მიხედვით, წმინდა ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს იზიარებდა, ეხმარებოდა მათ სასიყვარულო წერილების დაწერაში, ერთმანეთთან არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა... .
ისტორიკოსთა ცნობით კი ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. თან თურმე ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული ყოფილა მკითხაობა...
მალე გაჩნდა სპეციალური საფოსტო მისალოცები "ვალენტინები." რამდენიმე ხანში ეს ტრადიცია ამერიკაშიც გავრცელდა.
დღესდღეობით საჩუქრებსა და მისალოცებს ახალგაზრდები არა მხოლოდ შეყვარებულებს ჩუქნიან, არამედ თანაკლასელებს, თანამშრომლებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს...
|