Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » გულში ოცნებების აფრები შრიალებს...
12:15 PM
გულში ოცნებების აფრები შრიალებს...

გულში ოცნებების
აფრები შრიალებს...
ქრებიან სულებში გაჩრილი ლანდები,
სიცოცხლის რიტმებს და ნიავებს ავყვები,
და ვდნები,
გაფრენილ ოცნებებს გავყვები...
ვინ იცის! იქნება ხვალ არც გამითენდეს,
იქნება ტუჩებზეც გამიქრეს ღიმილი,
დარჩება მუდამ..
და ყოველთვის მგზნებარე მზე,
ვით დრომოჭმული დარდი თუ ტკივილი!..
ტირილი..
ცრემლებად დაღვრილი დღეების ნაზი აჩრდილებით
აღვსილი ნისლები.
გპირდები...
ამ ქვეყნად დარჩენას გპირდები...
სიცილსაც არ შევწყვეტ,
სიმღერით გავყვები არეულ ბილიკებს.
მომძებნი? მოგძებნი..
ცისარტყელების ფერებში დაკარგულს
გიპოვი ისევ... და
ერთად შევხვდებით გაზაფხულს...
ვხედავდი.. ფიფქებად ჩამოსულ ტირანებს ქუჩებში
ვხედავდი ძალმოკლულ სიცოცხლეს...
ვტიროდი..
ვფიქრობდი.. თუ კი მე ვიცოცხლებ..
ყველას მოვუშუშებ პირმოხსნილ იარებს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 899 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.