Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 25 » ღრუბლებს ისევ ეწვიმებათ
8:33 PM
ღრუბლებს ისევ ეწვიმებათ

ღრუბლებს გამეტებით
ისევ ეწვიმებათ,
დროის ხანგრძლივობას
ვჩივი მორიდებით.
ვიცი, ერთ საღამოს
ცეცხლთან დავსხდებით და
ჩემზე სულ ყველაფერს
ჩუმად მოგიყვები.

ცხელი ორთქლი ასდის
ხელში ფინჯან ჩაის
და თრთის მოშორებით
მკრთალი ათინათი...
ჰოდა, ასე მყუდროდ
უნდა გაგიმხილო,
როგორ დამეფანტა
ძველი ხასიათი

და რა ტანჯვის ფერი
ედო ყველა ღიმილს,
მე რომ შენს ნახვამდე
სხვებზე ვარიგებდი...
როგორ გავიარე
სულის კარანტინი,
როგორ მჯეროდა, რომ
მაინც გამიგებდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.