Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » ეს სალსაა
4:05 PM
ეს სალსაა

სალსა არამარტო გემრიელი სოუსია, არამედ საკმაოდ "გემრიელი" ლათინოამერიკული ცეკვაც. მისი შესწავლა უსასრულოდ შეიძლება, რადგან ყოველთვის ახალი ტექნიკის ათვისებისას ახალ, უცნობ საზღვრებს აღმოაჩენთ.

სალსამ შეითვისა მთელი ლათინური ამერიკის რიტმები, თუმცა მისი ძირითადი ფესვები აფრიკაშია. ისინი დღემდე განმსაზღვრელია სალსაში. ამერიკაში სალსა ემიგრანტების მუსიკასა და კულტურასთან ერთად მოხვდა და თანდათან გადაიქცა მოდურ ცეკვად. ჯაზთან შერეულმა სალსის მელოდიებმა დაიპყრო მსოფლიო. დღეს სალსის ცეკვა ნამდვილად მოდურია.

სალსა იყოფა სამ ძირითად სტილად:სტილი New York ანუ "ორზე", სტილი Los Angeles ანუ "ერთზე", სტილი Cuban ანუ "კასინო". სტილები განსხვავდება ნაბიჯების ნახაზით. სხვადასხვა სტილში ხაზგასმულია სხვადასხვა მუსიკალური აქცენტები, შესაბამისად წყვილის დინამიკაც.

შესაძლებელია სალსის მსგავსი სხვა ლათინოამერიკული ცეკვების შესწავლაც: ბაჩატა, ჩა-ჩა-ჩა, რეგეტონი. ბაჩატა - ყველაზე რომანტიკული, კლუბური ლათინოამერიკული ცეკვაა, რომელიც გაჩნდა დომინიკის რესპუბლიკაში. რეგეტონი - მუსიკალური სტილია, რომელიც გაჩნდა 90-იან წლებში ჰიპ-ჰოპის, რეგის და ლათინოამერიკული ბომბის, პლენის, მერენგის და ბაჩატას შერევით.


ყველაზე მეტად ის განვითარდა პუერტო-რიკოში. რეგეტონმა, როგორც ცეკვამ შეითავსა ლათინოამერიკული ცეკვების და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. მას ახასიათებს გამოკვეთილი სექსუალური მოძრაობები.

სანამ სალსის შესწავლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სალსა წყვილების ცეკვაა. პარტნიორების ურთიერთქმედება მისი მნიშვნელოვანი შემადგენელია. სალსა მიეკუთვნება social dance ჯგუფს, მისი სწავლისას ხდება პარტნიორების ცვლა, რის გამოც ნებისმიერ დისკოთეკაზე შეძლებთ ცეკვას.

მეცადინეობებზე დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, შეძლებთ სხეულის განვითარებას, მის მოქნილობის გაზრდას, კუნთების მოდუნება-დაჭიმვას საჭირო მონეტში. ამასთან სალსა არამარტო ცეკვა, არამედ ახალ ადამიანებთან ურთიერთობის წყაროცაა. მთავარი კი მუსიკაა, როგორც მას გაიგონებთ, ფეხები თავისით იწყებენ ცეკვას და წლის ნებისმიერ დროს თქვენთვის კუბური ზაფხული დგება.

კატეგორია: სასაცილო და საინტერესო ♡ | ნანახია: 1386 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-11-16 - 8:11 PM

ertaderti siaxle ramac damainteresa am saitze da bolomde wavikitxe :D imitom rom chemtvis saintereso temaa 8 welia salsas da latino amerikul cekvebs vcekvav cekva chemi cxovrebaa :X vgiiijdebii kai iqneba t dadebt aset siaxleebs ))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.