Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 30 » ეს ფიქრები მხოლოდ მისია...
10:59 PM
ეს ფიქრები მხოლოდ მისია...
ეს ფიქრები მხოლოდ მისია,
ამ სიყვარულის ვიცი ღირსია.
ოცნება ისევ გულში ტრიალებს,
ეს სიყვარული გამაფრთიანებს.
ოდესღაც ვიცი მაჩუქებ იებს,
ქვეყნად ყველაფერს მე გაპატიებ,
მაჩუქებ ჩემთვის სანატრელ სიტყვებს,
თავში ვალაგებ მოგროვილ ფიქრებს.
გულის ტკივილი არ მინდა ვიგრძნო,
ცივი ხელები შენით გამითბო,
გიყურო თვალებში, ხვდებოდე რას ვგრძნობ,
შევძლებ ამისთვის ბევრი რამ დავთმო.
ალბათ, ზედმეტად გინატრე გულში,
არ მინდა დაღლა რომ ვიგრძნო სულში,
ვცდილობ, გავექცე შემზარავ ფიქრებს,
მოვალ, სახეზე შეგახებ თითებს.
შენში უზომო სიკეთეს ვხედავ,
შენზე ოცნებას, ნატვრასაც ვბედავ,
ერთი თხოვნა მაქვს სულ იყო ასე,
არ შეიცვალო არასდროს სახე.
ყველა ნიღაბით დადის ამ ქვეყნად,
უშენოდ გულში მალე ღამდება.
არ დამინახავს შენში სიყალბე,
მაგ თვალებიდან მოსჩანს სიმართლე.
როცა ვერ გხედავ გულში ქარია,
და როცა გხედავ თბილი დარია.
ამ სიახლოვეს ვიცი რაც ჰქვია,
ვიცი, რომ მოხვალ ადრე თუ გვიან.
და თუ არ მოხვალ იცოდე ერთი,
გულში იქნები სულ ერთადერთი.
მარტო დარჩენა და უშენობა
მე მაგრძნობინებს ჩეს უმწეობას.
შენი სიცოცხლე, ბედნიერება
გულზე საამოდ თბილად მედება.
თუნდაც ვიცხოვრო უშენოდ, მარტო,
მარტოდაც ამ გულს ოცნებით ვათბობ.
ბედნიერება არის უზომო,
მე გავხდი თითქოს სუსტი, უღონო,
როცა ფიქრებში გაჩნდება გლოვა
იმედი ამბობს: " ელოდე, მოვა! "
ამით არ მინდა გავალდებულო,
ჩემს გულში ამაყად გავარდებულო.
უბრალოდ მხოლოდ ერთს, სანატრელს გთხოვ,
რომ არ დასცინო იმას რასაც ვგრძნობ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 845 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.