Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » დედავ ღვთისაო!
1:21 PM
დედავ ღვთისაო!
”დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა, მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა, მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა. ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა, იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა. მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!.. ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..”
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1128 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.7/7
სულ კომენტარები: 1
2011-10-25 - 5:46 PM

DZAAN DZAAN DZAAN MAGARI LEKSIA
DA AMIS DAMWERS GAUMARJOS

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.