Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » დედავ
10:49 PM
დედავ
დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 643 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.