Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დებოში
9:19 PM
დებოში
დებოში
ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
მითხრეს,
რომ აქ მათი ნახვა შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო.
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
რომ თქვათ - ეს უწესო საიდან გამოტყვრა,
მომვარდეთ და ხელი ჩამკიდოთ ქეჩოში,
მირტყათ და
მაგინოთ,
გამიგდოთ წიხლისქვეშ,
თან ნიშნი მომიგოთ,
(სხვას მიგებთ ვერაფერს),
აქ რითმაც მღალატობს,
ე.ი. კვლავ წიხლისქვეშ,
ვიცი,
არ დამაკლებთ,
პატივს მცემთ შესაფერს.
ჰოდა,
არ დამინდოთ,
რტყმით სული გამაძრეთ,
და ძლივს მიფოფხებულს,
ძლივს მისულს მესერთან,
აბა,
უამისოდ,
სად უნდა გადავძვრე -
სახეში ლაწანი -
სულ ბოლოს -
დესერტად.
ჰო,
არ დაიშუროთ მუშტები,
წიხლები
კაცებმა,
ქალებმა - მწყევლეთ და დამკაწრეთ,
როგორ გავბედე რომ,
თქვენკენ არ ვიხრები,
ნაღდად ვიმსახურებ და სკალპიც ამაძრეთ.
მაგრამ...
ამ ლექსებზე ბოღმა არ გასვენებთ,
სადაც სულ ვამაყობ,
სადაც სულ ვთავნებობ,
ჰოდა,
ერთს მეც ვიტყვი -
გთხოვთ,
ღმერთი ახსენეთ,
რომ გიჟმა პოეტმა თავი დაგანებოთ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.