6:17 PM და როგორც დანით გაჭრილი თითი ტუჩებთან მტკივა შენი სახელი... | |
სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი ტუჩებთან მტკივა შენი სახელი. ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები, გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან. ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები – კალენდარივით ვფურცლავ თავიდან. საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე. შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?! გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე და წვიმა თავის თავს ასველებდა. სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი. ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი, ბაგეზე შემრჩა შენი სახელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |