8:46 PM ჩუმი ნატვრა. | |
_
რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა. __ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ. __მაინც რაზე?__დაინტერესდა... __ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო... ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად. __მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა. __ჩუმი-თქო, ჩუმი... შენთვის უნდა გინდოდეს, მალულად, უკვე გამხელილი__ოცნება კი არა ჩვეულებრივი სურვილია, ასრულებადი... __ანუ აუსრულებელზე უნდა იოცნებო?__გაუკვირდა ბიჭს. __გააჩნია ოცნებას. აუსრულებელი, ასრულებადი__ბევრნაირია ძალიან, მაგალითად, ”პირადი სერიოზული”, როცა ბავშვს ნაჩხუბარი დედ-მამის შერიგება უნდა; ”არაპირადი სერიოზულია”, რომელიც ეხება მაგალითად, სამშობლოს. ”პირადი არასერიოზულია”, ფერადია ოცნება, რომელიც ეხება რაღაც მატერიალურს. ეეჰ!.. რამდენნაირია კიდევ... __კიდევ? __ჰო, შურისძიების ოცნება, გაახალგზრდავების ოცნება. __ჰოო... არასდროს მიფიქრია ამდენნაირი ოცნება თუ არსებობდა.___ჩაფიქრდა და ცოტა ხანში სთხოვა:__მითხარი ერთი ”არასერიოზული” ოცნება შენი, იქნებ არც ისეთი აუსრულებელია... __არა, არა!..__იუარა გოგომ. ვერასდროს აასრულებ__დააყოლა ჩუმად. __რატომ? __არფ გეყტყვი და იმიტომ... __კარგი... და ოცნებაზე ასე სერიოზულად როდოს დაფიქრდი? რამდენნაირიაო, სხვადასხვა სირთულის, სიმძიმისო... __როდის?__მაშინ, როცა პირველად ჩავხედე თვალებში წვიმას... __წვიმას? თვალებში? ეე, რა უცნაური ხარ... შესახედავადაც... რაღაცნაირი მწვანე თვალები, სასაცილო წარბები__ხან მჭმუნვარედ შეკრული, დასაქუხებლად მომზადებული ღრუბლებივით, ხანაც__გახსნილი, პირმცინარი მზესავით ანათებს მაშინ ეგ ალუჩისფერი თვალები, და პაწაწინა, ძლივსშესამჩნევი ხალები ლოყაზე, სულ სამი, საამი... თხელი, ოდნავკეხიანი ცხვირი, სიფრიფანა ნესტოებით და მხრები... ლამაზი, გაშლილი, ამაყი. მაგრამ მაინც უმწეო, ფაქიზი... __და შენი ოცნება რა არია?__შეაწყვეტინა გოგომ. __მოიცა, დამამთავრებინე, ახლა აღვწერ ჩემს ოცნებას!..__და გააგრძელა__ გრძელი, თხელი თითები და გრილი ხელისგულები...__შეჩერდა და გადაწყვეტილებასავით დასძინა, თან თვალები გაუსწორა__მეოცნებე გოგონავ, მე სულ შენთან ვიქნები... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |