Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ჩემში
5:34 PM
ჩემში


ძარღვზე გამიჩერდა მზერა სისხლისფერი,
თითქოს გაფატრული ხორცის ხვრელებია,
სივდილს რომც არ შევხვდე
მაინც მომძებნის და
ცოდვილს საცეცები შემომეხვევიან.

გზებზე ნაჯირითებს დამაქვს ეს ფეხები,
მგონი ასავლელი- დასავლელით ვცვალე,
დროზე მოსამართი,
ქვიშის საათები,
უკუღმა დავდე და წაღმა ჩამოვცალე.

წლებს,
რომც შევეპუო,
მაინც გადამთელავს,
კანზე კოჟრებივით ტკივილს დამაბერებს,
თმებზე ჩამომიშლის წარსულს,
კაბის ქობად,
თეთრად დალამბავს და ვერცხლით შეაფერებს.

ჩემში სამოსახლო უკვე ავიშენე,
მყუდრო ოთახიდან ვდევნი გარინდებას,
თითებს ისე ვუჭერ,
ფრჩხილებს ცრემლი მოსდით,
ასე ცოცხლად მინდა თავის დამიწება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 791 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.