Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ჩემი თითების უმწეო ცეცხლი
5:42 PM
ჩემი თითების უმწეო ცეცხლი

ჩემი თითების უმწეო ცეცხლი
და მაქმანივით ძველი სურვილი
არ ვიცი ახლა რომელს ახელებს...
შოპენს თუ მოცარტს,
ჰანგები მღვრიე და არეული
თვითმკვლელობამდე მისულ ქალივით
ცახცახებს როცა.
ვინატრე შენთან და დაგიზავდი...
მსუბუქ ფლირტებით არ მსურს დაგღალო,
არც დაგავიწყო, არც გაგახსენო
თავიც და დროცა...
მოვა ვიღაცა უფრო ქალური,
ან ფერიული ან სატანური
და ჩემს მაგივრად, გთხოვ, აპატიე,
დაუკრავს მოცარტს...
შენ კი დაემხე საკუთარ ჩრდილზე
და წყევლასავით წარმოთქვი ლოცვა...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 781 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.