7:49 PM ჩემი სიყვარული, მე შენ გაჩუქე | |
ჩემი სიყვარული, მე შენ გაჩუქე, • შენ მოგიძღვენი ჩემი სიცოცხლე, • მენატრებოდი, მაგონდებოდი, • ნეტავი, შენ თუ გაგონდებოდი. • მე ახლა ვზივარ, ოთხ კედელს შუა, • ვფიქრობ და ვიგონებ, შენს ლამაზ სახეს, • შენს სიახლოვეს, შენს მოფერებას, • რომელიც იყო უკვე ჩვენს შორის. • მე ნაწყენი ვარ, ჩემი ბედისა, • რა დავაშავე, რისთვის ვისჯები, • მაგრამ იცოდე, მე შენ მიყვარხარ, • და არასოდეს დამავიწყდები. • მე ასე ვფიქრობ, იცოდე კარგო, • მაგრამ მეც მინდა, ვიცოდე მაინც, • თუ შენ რას ფიქრობ, • ჩემზე ამჟამად? • იმედი მაქვს, რომ კიდე გვეწვევა, • ეს სანატრელი, ძვირფასი გრძნობა, • მაგრამ ვერასდროს ვერ შეედრება, • პირველ სიყვარულს, პირველ სიხარულს. • არ ვიცი რატომ გაგიჩნდა ეჭვი, • ეს უბედური ეჭვი ჩემზედა, • მაგრამ რაღაც დროს მე გიღალატე, • ამას ვმალავდი, ვერ გიბედავდი. • მე კი დავრწმუნდი მართლა გიყვარდი, • ალბათ მნატრობდი და მე მელოდი, • მე კი ვიჯექ და სხვაზე ვფიქრობდი, • შენ კი უეცრად წარსულს მიგცემდი. • მაგრამ არ ვმალავ, კვლავ შენზე ვფიქრობ, • მენატრები და ვიხსენებ იმ დროს, • როცა გიყვარდი და მეც მიყვარდი, • და გვიხაროდა ცხოვრება ჩვენი. • კარგი მოვრჩები ასე ამგვარად, • მე შენ გიძღვენი ნაწერი ჩემი, • ესაა ჩემი სურვილი შენთვის • და შენ იცოდე კვლავაც მე გელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |