8:23 PM ჩემ გულს უყვარხარ | |
მე მოვიცალე მომესმინა ჩემი გულისთვის... აჩქარებული პულსით მივხვდი შენზე ყვებოდა, აღარ ყოფნიდა ჰაერი და მაინც ამბობდა ფეთქვა ჩურჩულით, რომ აღარ სურდა ესუნთქა და ეფორიაქა, აყოლოდა ემოციებს არც ცუდს და არც კარგს, თუკი უშენოდ მოუწევდა ისევ სიცოცხლე თუ შენი გულის ახლოს ყოფნით არ გაიხარა. მეც ვუსმენ ჩუმად,ვეთანხმები ოდნავ ღიმილით... თან მიხარია თან კი მიკვირს რა მემართება, ჩემი გულის რა კარგად მესმის,რა კარგად ვუგებ... ეს საუბარიც ჩემს გულთან,ხომ შენი „ბრალია"... შენც დაგვეხმარე და გვითხარი შენ გულს რა უნდა? რაზე ფიქრობს სულ... ან ამ წუთას? შენი სუნთქვა თუ არ დაგვივლის თბილად ორივეს, მაშინ უშენოდ ერთდროულად შევწყვიტავთ სუნთქვას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |