Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მაისი » 27 » ბოლო ლექსი
3:32 PM
ბოლო ლექსი
როგორ დავწერო თუკი არ მოდის წყეული მუზა
დამეხმარეთ რომ ჩავუშვა ფსკერზე ცოდვების ღუზა
ამ პოეტობამ სულ გამიფუჭა ეს ხასიათი
წუთისოფელიც არაფერია წამია ათი
ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები რატომ უნდა განვაგრძო
ანდა რად მინდა გულის ტკივილი ხალხში განვავრცო
მე ხომ გამგები ვერ ვიპოვე ამ ქვეყნად ვერა
უნდა შევწყვიტო ალბად ცოტახნით ლექსების წერა
ხოდა ავდგები და მათსავით თქვენგან შორს წავალ
ამ რითმებს როცა ვადა გაუვა მეც ხალხში გავალ
მზის დაბნელებას ვუყურებ მთვარის ფორმაში ჩაცმულს
ბოდიშს მოვუხდი ცოდვებისთვის იესოს ჯვარცმულს
ნაპირს დავტოვებ მშვიდი ცურვით გავალ დინებას
ის გაიხსენებს ფიქრებს თქვენ კი მოწადინებას
როდესაც ქარი შემოდგომის ფოთლებს ფანტავდა
ეს ჩემი რითმიც დრამატულად იქვე დამთავრდა
მე პერსპექტივა არ გამაჩნია ისევ ნოლია
ხალხის ღიმილი აღარ მოჩანს ყველგან ომია
დეპრესიის ზღვამაც ჩამძირა თავით ბოლომდე
მაგრამ არ მინდა ამ ერთ გრძნობას მუდამ ვგლოვობდე

ავტორი ვაკო კვერნაძე 2012 წელი
მადლობთ რომ ოდესღაც კითხულობდით ჩემს შემოქმედებას
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 2618 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 4.4/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.