11:52 PM -ბედნიერება | |
ეს ხელში რა გიჭირავს?
-ბედნიერება -და რატომაა ასე ცოტა -ის მარტო ჩემია, ნათელია და ლამაზი. -რა საოცარია -გინდა ცოტა? -მინდა -ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას -ოი ეს რა თბილია... -მოგწონს? -ძალიან... დიდი მადლობა -ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან... -რატომ? -იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს.... -სხვებს? -სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები -იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ...ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში.. -ყოველთვის ასე ხდება -და რომ ცოტას გავუნაწილო? -შენ უფრო მოგემატება.... -როგორ? -თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება.... -ხელებს ხომ არ დავიწვავ? -ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა!!! -იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას -მე მოხარული ვარ ამით -მაშინ -სწორედ მაშინ შევხვდებით ერთმანეთს, გაუნაწილე ვისაც გინდა! ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |