Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 30 » ბედმა მომისაჯა
11:05 PM
ბედმა მომისაჯა

ბედმა მომისაჯა ალბათ უშენობა
მუზაც გამებუტა ცალად მიგდებული.
და ეს პერიოდი სანამ გაივლიდეს,
ბევრჯერ მომაკითხავს აზრი დიდებული...

აზრი ნაცნობი და არცთუ უჩვეულო
და ჩემს გონებაში ლაქად დარჩენილი,
კითხვა უცნაური, კითხვა უპასუხო:
"რისთვის ვარ, უფალო, ქვეყნად გაჩენილი?"

"იქნებ დამიბრუნო ჩემი ანგელოზი,
ამით რა წახდება, მეც რომ დამლოცავდე?!
ნუთუ მარტოობა ჩემთვის მოიგონე,
ნუთუ უბედობა ჩემზე გამოსცადე?!"

მაგრამ კვლავ არ ისმის პასუხი ზეციდან,
თავზე მათენდება ეს ღამეც უძილო,
ახლაც თვალწინ მიდგას ეგ შენი თვალები -
ზღვასავით მღელვარე, ზღვასავით უძირო!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 957 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.