Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 19 » ბედკრული კაცი..
11:57 AM
ბედკრული კაცი..

დავდივარ მარტოდ ერტი ავარა

მე არ მოვყვები წუწუნს, გოდებას,

მხოლოდ მოგიტხრობთ ბედკრული კაცის

ტანჯვით აღსავსე მქოთავ ცხოვრებას.


მთვარე ამოდის და მეც ვიღვიძებ,

ცაზე ღრუბლები ზანტად დადიან.

ვიწრო და ბნელი ქუჩების მეტი

მე არაფერი არ მაბადია.


მივდივარ ბედზე ჩაფიქრებული,

ქვებიტ მოკირწყლულ აღმართს ავყვები

და სევდით მოცულ მუდამ მძინარე

სასაფლაოსკენ გავემართები.


ჰა სასაფლაოს შავი ჭიშკარიც,

და ეკლესია გადარაზული,

ჰა მოჩურჩულე მცირე საფლავნი

ვარდ-ყვავილებში უხვად ჩაფლულნი.


სამრეკლოს თავზე დანათის მტვარე,

ბრაზით მიყურებს ზარი ყოველი.

ღმერთმა ტანჯული ცხოვრება მომცა

და შეწყალებას მისგან მოველი.


ხან უძილობით ღონემიხდილი

ვარ ლუდხანასთან ატუზებული,

კარგად დავთვრები, მერე დავდივარ

ფიქრებისაგან გაგიჟებული.


ღვინო-არაყით გაბრუებული

ჭუჭყიან ეზოს შევეკედლები

და ნაგვის ყთთან ჩამოძინებულს

მესიზმრებიან ცისარტყელები.


დილის ბინდ-ბუნდში ისევ ვიღვიძებ.

თვალწინ ტრიალებს სახლი ყოველი

არავინა ჩანს მხოლოდ ქვაფენილს

გვიან მოხუცი მეეზოვენი.


არვის ვუზვარვარ, მეც არვინ მიყვარს,

მხოლოდ ქუჩასთან ყოფნა მწადია

ვიწრო და ბნელი ქუჩების მეფეს

სხვა ააფერი არ მაბადია.


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 754 | დაამატა: eTT | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.