Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » ბედის ირონია
7:01 PM
ბედის ირონია


სველი ბილიკები ისე იკაფებოდა, როგორც ცვრიანი მინდორი. დათრგუნული კაცი ნელ-ნელა მიაბიჯებდა წვიმიან დღეს, ნაცნობ ქუჩაზე. . . შემოდგომის სუსხი იგრძნობოდა, თან წვიმდა, წვიმდა სასიამოვნოდ. . . კაცი ასე 50-55 წლის იქნებოდა. ფართო შავი შარვალი, თეთრი სვიტრი ეცვა, ხელები შარვლის ჯიბეში ჰქონდა და ტუჩებს აწვალებდა. . . მოსვენება ჰქონდა დაკარგული, ყურში სულ ერთი რამ ჩაესმოდა, რომელიც აშინებდა კიდეც. . . ფიქრობდა ცხოვრებაზე, თავის წარსულ ნაღვლიან და ხან ღიმილიან ცხოვრებაზე. . . და ის სიტყვები რომელიც თან სდევდა, გულში მახვილივით ეცემოდა. . . ეს სიტყვები კი იყო – დაიღუპები! დაიღუპები!. . . კაცმა გადაწყვიტა, მეგობრისათვის დაეჯერებინა და ფსიქოლოგისთვის მიემართა. . .
- გამარჯობათ! თქვენ ბრძანდებით ექიმი ბექა მესხი?!
- დიახ, მე გახლავართ! – მშვიდად იჯდა ექიმი მაგიდასთან თეთრ ხალათში და რაღაცას წერდა.
- მე თქვენთან გამომგზავნეს. . . ბექა მორგოშია ვარ, მგონი გელაპარაკნენ ჩემზე. . .
- დიახ, დიახ. მობრძანდით, დაბრძანდით. . . – ბექამ წერა შეწყვიტა. . . .
უცებ მობილურმა დარეკა და ახალგაზრდა ექიმს უკმაყოფილება დაეტყო. . . ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა: - ეს გოგოები, მოკლედ სიყვარული. . . ყველას ეს აწუხებს. . .
ბექა მესხი 28 წლის ახალგაზრდა ექიმი იყო, უცხოეთში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის განხრით.
- ბატონო ბექა, მოდით, ყველაფერი მომიყევით. . .
- გიყვართ?!
- ბატონო?!
- ვინც დაგირეკათ?!
ბექამ უცნაურად შეხედა კაცს და თვალებით აგრძნობინა, რომ რაღაც გრძნობა გააჩნდა. . .
- მოგიყვეთ ყველაფერი? თუ ის, როგორ შევეჩვიე მე ამ ყველაფერს?
- ყველაფერი. . . აბსოლუტურად ყველაფერი. . .
- მაშ, დავიწყოთ. . . ძალიან გრძელი ამბავია. . .
ბექამ მდივანი გააფრთხილა დღეს მეტს არავის მივიღებ და არ შეგვაწუხოთო.
- 13-14 წლის ვიქნებოდი, მეგობარს ვარჯიშზე გავყევი, ის სპორტსმენი იყო და ფიზკულტურას ვარჯიშობდა დამატებით. ერთმა გოგონამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. . . ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე მეც დამეწყო სიარული ფიზკულტურაზე. . . ძალიან მალე შევეჩვიეთ ერთმანეთს. . . საერთო ძმაკაცი გვყავდა, ამან უფრო შეგვიწყო ხელი ურთიერთობაში. . .


* * *

- ბექა დამელოდე, ასე ჩქარა არ შემიძლია!
- ნანკა, ცოტა მოუმატე, ცოტა და დამეწევი. . .
- ვერ გეწევი, დამიცადე. . . დავიღალე. . .
- ჰო, კარგი, კარგი. . . აი გიგაც მოვიდა. . .
- სად?! სად ხედავ?!
- აგერ! მოდის, წამო, გავაგრძელოთ, დაგვეწევა. . . გიგამ გაიხადა ქურთუკი და მეგობრებს შეუერთდა. . . ისინი დარბოდნენ. მასწავლებელი მათ ყოველდღე ახალ-ახალ ვარჯიშებს აკეთებინებდა. იქ ყოველდღე მხიარულება და ჟრიამული იყო.
გიგა და ნანკა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, პატარაობიდან ერთად ვარჯიშობდნენ, ბექაც მალე შეუერთდა ნანკას და გიგას მეგობრობას, გიგას ისიც დიდი ხანია იცნობდა. ისინი თანასკოლელები იყვნენ. . .


* * *

ნანკას და ბექას თითქმის პირველი დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. ნანკა უფრო თბილი და გულღია ბავშვი იყო, ბექა კი პირიქით სიყტვაძუნწი და ცივი. გიგა ორივესთან მეგობრობდა, ორივე ძალიან უყვარდა და ორივეს აფასებდა. . .
ყოველდღე ხვდებოდნენ განუყოფელი სამი პიროვნება ერთმანეთს. . . ისინი იხსენებდნენ განვლილ, ერთად გატარებულ დროს, განსაკუთრებით კი გიგა და ნანკა არ ჩერდებოდნენ. . .
- გიგა გახსოვს ერთმანეთი რომ გავიცანით, ერთმანეთს ვერ ვიტანდით. . .
- ჰო, ნერვებს მიშლიდი და სულ ვჩხუბობდით. . .
- თქვენ და ერთმანეთს ვერ უგებდით?!
- ჰო, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მე ერთი ოთხი წლის წინ გიგას ვერ ვიტანდი, მეტიც ერთხელ წადი და აღარ დაბრუნდე – მეთქი, - მივაძახე. გახსოვს, გიგა?!
- ჰო მახსოვს, ვარჯიშიდან სოჩაში უნდა წავსულიყავით. ნანკა მიდიოდა, მე კი არ ვიცოდი, წავიდოდი თუ არა. . . ბოლოს ნანკას ნერვების მოსაშლელად ვთქვი მეც მოვდივარ-მეთქი. ნერვები აეშალა და გამომლანძრა. ერთმანეთს არაფერს ვაკლდებდით. მერე მისი ჩხუბი ყელში ამომივიდა და ვუთხარი: არ მოვდივარ, კახეთში მივდივარ – მეთქი და ეგეც მაშინ მომაძახა. გულში შევიგინე. . .
- ასეთი აუტანლები ვიყავით ორივე. მერე ვერც მე წავედი სოჩაში, გიგა კი კახეთში ისვენებდა, როცა სექტემბერში დავბრუნდით გიგამ თბილად გადამკოცნა და მომიკითხა. . . იმ დღის მერე ჩვენი ჩხუბი წარსულს ჩაბარდა. . .
- ჰო მერე არც ერთხელ არ გვიჩხუბია. . .
- თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! არ გაგიგიათ, ჩხუბით დაწყებული ურთიერთობა ყოველთვის კარგად მთავრდებაო?!
- ჰო, ბექა, ალბათ მართალია. ჩვენ და ძმასავით ვართ!
ვარჯიშობდნენ და მეგობრობდნენ. . . მაგრამ ნანკასა და ბექას შორის მაინც რაღაც ზღვარი არსებობდა. . . დადგა პირველი ზაფხული, დღე მათი განშორებისა, ყველა დასასვენებლად გაეშურა. ნანკა მშობლებთან ერთად ქობულეთში ესტუმრა თავისი მეგობრის ოჯახს. . .
ნანკა ბექასთან დაქალს არეკინებდა და ამით იქარწყლებდა მონატრებას. ისინი თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ ერთმანეთს. ერთხელ ბექას ნანკაც შეხვდა და ილაპარაკეს, მაგრამ ბექამ იგი შეცვლილი სახელით ვერ იცნო. . . ბექა თურმე ბათუმში ისვენებდა და გოგოებს ბათუმში ჩასვლა სთხოვა, გოგოები კი, პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ბექა ქობულეთში ჩავიდოდა და გეგმებს აწყობდნენ, თუ როგორ მოეწყოთ ვითომდა მოულოდნელი შეხვედრა ბექასი და ნანკასი. . . . არც ბექა ჩასულა ქობულეთში და არც გოგოები ბათუმში. . . . ზარები აგვისტოს ბოლოს შეწყდა. . .






* * *

სექტემბერი. . . . ისევ დაიწყო ვარჯიში. . . ნანკა მოუთმენლად ელოდა ბექას გამოჩენას ვარჯიშზე, სანატრელი დღეც დადგა. ნანკამ შორიდან მომავალი ბექა დაინახა და თვალები გაუბრწყინდა. . .
- ნანკა, როგორა ხარ? გადაკოცნეს მეგობრებმა ერთმანეთი. . . .
- კარგად, ბექა, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ვარ, ახლა ცოტა ცუდად ვიყავი, მაგრამ გამოვკეთდი. . .
- სად დაისვენე, კარგად გაატარე დრო? გოგომ ინტერესიანი თვალებით შეხედა ბიჭს, თითქოს არ იცოდა, სად ისვენებდა და როგორ იყო. . .
- ბათუმში ვიყავი, კარგი დრო ვატარე. . . შენ სად იყავი?
- მე სოფელში, მეც კარგი დრო ვატარე. . . მოიტყუა გოგომ. . .
ბექა სიტყვაძუნწობასთან ერთად ძალიან მხიარული იყო, ყოველთვის ის აცინებდა ჯგუფელებს, მასწავლებელი კი ყოველთვის მას ეჩხუბებოდა, ნუ მასხრობო. . .

* * *

ახლოვდებოდა ბექას დაბადების დღე, ნანკას ერთ-ერთი ჰობი დაბადების დღეების მილოცვა იყო. იგი წინასწარ ემზადებოდა, თუ როგორ უნდა დაერეკა და მიელოცა ბექასთვის დაბადების დღე. დადგა ეს დღეც. ნანკა დილიდანვე უაზროდ ნერვიულობდა, ყოველ წუთს საათს უყურებდა, - ახლა დავრეკო?! არა, არა, ცოტა გვიან. . . ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა. . .
- ბექას სთხოვეთ. . . .
- ბექას?! ახლავე. . .
- ბექა, როგორ ხარ?
- კარგად! რომელი ხარ?
- ნანკა ვარ. . .
- უი, როგორ ხარ?
- მე კარგად, შენ რას შვები? მოდიხარ დღეს ვარჯიშზე?
- არა დღეს არ მოვდივარ. . .
- ბექა, იცი რა უნდა მეთქვა შენთვის?
- ჰო, რა?
- გილოცავ დაბადების დღეს. . .
- ვიცოდი, რომ დარეკავდი. . .
- გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და მოკლედ ყოველივე საუკეთესოს. . .
- გმადლობთ, გმადლობთ! ძალიან გამახარე. . .
- რამდენის გახდი?. . .
- თხუთმეტის. . .

* * *

გიგას დაბადების დღეც მოახლოვდა, ახლაც არ უღალატა ნანკამ თავის ჩვეულებას და დაურეკა ძმაკაცს, მას ძალიან გაუხარდა. . .
ვარჯიშზე იყო შეხვედრები. . . ვარჯიში იყო ერთადერთი მათი გამაერთიანებელი. . . ერთხელ ბურთებით თამაშობდნენ და ბექა ნანკას გადაეკიდა. . .
- ბექა ერთხელ კიდევ გამარტყამ და რქებიც ამოგივა. . . ბექამ არ მოიშალა და ერთ-ერთმა ჯგუფელმა უთხრა:
- ბექა, რა იყო, რას ერჩი ამ გოგოს? თუ გიყვარს, რაღა ბურთების სროლით უხსნი სიყვარულს, პირდაპირ უთხარი რომ გიყვარს. . . ბექა ანერვიულდა, გაწითლდა. . .

* * *

ნანკა ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, როგორც პატარა გოგოებს ჩვევიათ. რა თქმა უნდა ყოველი ჩანაწერი ბექაზე და მეგობრებზე იყო:
ჩანაწერი:
დღეს რაღაც განსაკუთრებული იყო ჩვენს შორის. დღეს ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. შეცდომებს მისწორებდა, რაღაცეებს მესაუბრებოდა და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. . . მინდა მჯეროდეს, რომ მას ვუყვარვარ. ნათქვამია: შეყვარებულების ურთიერთობაში უთქმელად შეიძლება გრძნობის გადაცემაო. . . მე ვგრძნობ, რომ მას უყვარვარ. . .
ბევრი რაღაცეები ხდება. . . უფრო შევედით ერთმანეთთან ურთიერთობაში გუშინწინ ერთად გავისეირნეთ. . . ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით. . . სასაცილო რამ მოხდა. . . სირბილის დროს შემთხვევით დავეჯახე. ისე მწარედ დავეჯახე, რომ შეიძლებოდა ორივე წავქცეულიყავით, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და დამიჭირა, გადამარჩინა მწარედ დაცემას. . .
ვერ ვიტყვი, რომ მე ბექა სერიოზულად მიყვარს, არ ვიცი, იქნებ ეს მხოლოდ ბავშური გატაცებაა . . .
ვკამათობთ ვარჯიშის დროს, ვდაობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით. . .

* * *

ზამთარში ბექა და გიგა ერთად ისვენებდნენ. . .
ნანკა კი თბილისში იყო და მეგობრებს ყოველდღე ნატრულობდა. . . ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მობილურით წერილი მიეწერა დაკარგული მეგობრებისათვის და თავი შეეხსენებინა. . .
- სალამი შორიახლოდან ნანკასგან! კარგ ხასიათზე ხართ, გეტყობათ და კარგ ადგილას, საერთოდ რომ აღარ მიხსენებთ. . . რატომ დაგავიწყდით ბიჭებო?! მენატრებით. . . მეტი რა ხდება თქვენკენ? აბა, ახლა ნახვამდის და ფრთხილად. . . გამიხსენეთ ხოლმე. . .
პასუხი არ აყოვნებს:
- ნანკა, შე ძველო, რავა ხარ? ჩვენ ძალიან კარგ დროს ვატარებთ. . . უბრალოდ, ცოტა შეციებულები ვართ. შენსკენ რა ხდება? დადიხარ ვარჯიშზე?
აეწყო წერილები, დიდხანს წერდნენ ერთმანეთს. . .

* * *

ისევ დაიკარგნენ ბიჭები:
- გიგა, სალამი, როგორ ხარ? რა იყო, სად დაიკარგებით ხოლმე შენ და ბექა?!
- გოგო, რა ვიცი, მე საქმეები მაქვს, ბექა არ ვიცი, საით არის. . .
ბექა საერთოდ აღარ დადიოდა ვარჯიშებზე, ნანკა ნერვიულობდა, გიგას კი არაფერს ეკითხებოდა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ნანკამ გიგას მისწერა მისალოცი წერილი. მათ გააბეს საუბარი. მოიკითხეს ერთმანეთი, ბევრი ისაუბრეს. . .
- გიგა, ეს შენი ძმაკაცი სად დაიკარგა, ხომ არ იცი?
- ბექა? ბექა ხომ გადავიდა ჩვენი ჯგუფიდან, არ იცოდი?!
- არა, როდის? - უკვე კაი ხანია, - მაგიტომ აღარ დადის? – ჰო!
- ცუდია. . .
გოგოს ხმა შეეცვალა და ცრემლები ჩამოუვიდა. . .
ჩანაწერი:
გიგამ მომწერა, ბექა ჩვენი ჯგუფიდან გადასულა თურმე!. . . რატომ, ღმერთო, რატომ! არ მეყოფოდა ტანჯვა, კიდევ ეს რომ დამემატა?
ეხ. . . აწი ვისზე დავწერ?! ნეტა ვისზე? გადავიდა. . . დამტოვა. . . წავიდა და დამტოვა. . . აღარ ვიცი, შევხვდებით თუ არა ჩვენ ასე ხშირად ერთმანეთს!. . . დრო გვიჩვენებს. . .

* * *

გიგა საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა და ამიტომ ნანკა იშვიათად ხედავდა მას ვარჯიშებზე. . . ის კი დადიოდა ნაღვლიანი და თავს ვერაფრით ირთობდა. . . იქ ყოველივე იმ ორ წელს ახსენებდა, გიგასთან და ბექასთან გატარებულ ყოველ წამს. . .
ბექა ახალ ჯგუფში თავს უცხოდ გრძნობდა. დრო გადიოდა და აკლდა რაღაც. ეს რაღაც მისი მეგობრები და საყვარელი გოგონა იყო. . .
იმ ჯგუფიდან გადასვლის მიზეზი არავინ იცოდა. . . თვით ბექამაც კი. . .

* * *

ნანკამ გადაწყვიტა, პირველად მიეწერა ბექასთვის:
- გაუმარჯოს დავიწყებულ მეგობარს! და ყოველთვის ჩემს მოსაკითხარს! როგორ ხარ! რას შვები? წახვედი უკვე დასასვენებლად თუ ჯერ არა? მომწერე თუ შეიძლება! ნახვამდის!
- შენ რას შვები? როგორ ხარ? მე არა მიშავს ჯერ თბილისში ვარ, ველოდები 10 აგვისტოს და წავალ ქობულეთში. შენ რა გადაწყიტე საით მიდიხარ?
- მე არ ვიცი ჯერ. ვარჯიშები მაქვს და ქვეყნის სამეცადინო. მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, დავიღალე Yყველაფრისაგან. 15-ში მეც წავალ სადმე.
- რას მეცადინეობ ამდენს? ახლა წავედი. მომწერე ხოლმე აუცილებლად!
- კარგი, მოგწერ ხოლმე. არ დაიკარგო. . .
საღამოს გიგამ გამოუგზავნა წერილი ნანკას.
- ნანკა, როგორ ხარ? მე უკვე ბათუმში ვარ!
- ცუდად ძალიან! შენ როგორ ხარ? კარგია ბათუმში? მე ჯერ ისევ თბილისში ვარ, ვმეცადინეობ. მალე წავალ ალბათ სადმე. . . რამდენი ხანი რჩები შენ ბათუმში?
- ცუდად რატომ, ხომ არ კვდები? აქ დიდი არაფერი. მე და ერთი ჩემი მეგობარი სულ ერთად ვართ თვის ბოლოს მეც თბილისში ვიქნები. . .
ნანკამ ვეღარ მოითმინა და გადაურეკა.
- არა, ჯერ ნამდვილად არ ვკვდები.
- აბა რა?
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- ისე რა.
- მეგობარი როგორ გყავს?
- სულ ერთად ვართ. გვერდით არის
- მომიკითხე
- აუცილებლად, ნანკა გინდა გაცინო
- ჰო, მიდი. . .
- მოვედი თუ არა ვიღაც ვნახე, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს.
- ვინ?
- აბა ვინ იქნება?
- არ ვიცი. . .
- მოდი, მიხვდი, რა გთხოვ
- ახლა არ თქვა, რომ ცაბაძე?
- ჰოო. . .
- ბედი გაქვს რა. . .
- ჰო. . .დავინახე და კინაღამ ინფარქტი დამემართა. . .
- ვიზიარებ შენს მწუხარებას. . .
- მადლობა. . . ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა.
- აბა, რა მოუვიდოდა, თბილისში რომ არ გშორდებოდა ეს გოგო და ახლა კი მაგის მეზობლად ხარ!!!
- შენ სად მიდიხარ?
- არ ვიცი, ალბათ სოფელში, ერთი კვირით დედულეთში წავალ.
- იცი, რა დამწვარი ვარ?! სულ წითელი ვარ!
- შენ რა, ზაგარი ისედაც გქონდა!
- კი, მაგრამ ზურგზე დავიწვი ძალიან. . .
- ფუ, ფუ. . .
- რა იყო, სულს იბერავ?
- ჰო ვინიავებ. . .
ბევრი ილაპარაკეს მეგობრებმა. . .


* * *

მობილურზე ზარია; ნანკამ იცნო ნომერი, გაუხარდა. . .
- ალო. . .
- ალო, ნანკა როგორ ხარ? რას შვები?
- არ მესმის
- ნანკა . . .
- ჰო, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
ეს იყო ბექას ნომრიდან გიგა.
- ჩვენც კარგად ვართ. . .
- თქვენ?
- ჰო, მე და ბექა ერთად ვართ, მოიცადე. . .
- ალო. . .
- ბექა, როგორ ხარ?
- კარგად, შენ როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები თქვენგან დავიწყებული?
- ჩვენგან დავიწყებული?
- რას შვებით, როგორ ხართ?
- რავი, კარგად, შენ?
- მეც. რას აპირებ?
- მე რას ვაპირებ?
- ჰო. . .
- რავი, წავალ სადმე. ალბათ სოფელში. . .
- ბათუმში არ ჩამოხვალ?
- ბათუმში? თუ გინდათ, ჩამოვალ
- მინდა, ჩამოდი!
- ჰო მაშინ გამოგივლით. . .
- რა გამოვლა გოგო, ჩამოდი. . .
- ბათუმის გასაყარზე რომ ვიქნები, ხელს დაგიქნევთ. . .
- ხელის დაქნევა არა, ჩამოდი!
- არა, სოფელში მივდივარ. . .
- ცუდია. . .
- მთვრალი ხართ ჰო?
- თან ძალიან!
- გეტყობათ. . .
- გვეტყობა არა. გიგა, გეტყობათო!
- რას შვებით, იწვებით მზეზე?
- ზაგარი არა, იცი რა თეთრი ვარ?! საერთოდ არ გავდივარ გარეთ. . . გიგა მაგარი დამწვარია.
- ჰო, ეგ ვიცი, მელაპარაკა. . .
- ჩამოდი რა, მართლა. . .
- ვნახოთ.
- სიხარულო, თუ ჩამოხვალ, ძალიან გამახარებ.
- ჰო კაი.
- კაი, აბა, ახლა კარგად.
- კაი, კარგად, არ დამივიწყოთ!
- კარგად. . .



* * *

- ნანკა რას შვები?
- შე დამპალო ბავშვო, სად დაიკარგე? რამდენჯერ მოგწერე და ერთხელ არ მიპასუხე. როგორ ხარ? რას შვები? მე უკვე კარგად ვარ! ხვალ მოვდივარ მაქეთ. . .
- როგორ არ მომდიოდა წერილები, მაგრამ ნაბახუსევი ვიყავი და ხომ მიხვდი. . .
ბოლო დღე იყო ნანკას თბილისში ყოფნის. . .
- ალო. . .
- როგორ ხარ ნანკა?
- კარგად ბექა, შენ?
- კარგად, რა იყო ასე მალე მობილურის აღება?!
- წერილს ვკითხულობდი და დამეჭირა. . . ჰო. . .
- რას შვები?
- შენ რას შვები, ისევ თბილისში ხარ?
- ხვალ მოვდივარ მანდეთ.
- კაია! რომელი საათისთვის ჩამოხვალ?
- ბათუმში კი არა!
- აბა?
- სოფელში მივდივარ!
- ბათუმში არ ჩამოხვალ?
- არა, არა მგონია!
- ცუდია. . .
ბიჭი სულით და გულით ეპატიჟებოდა ნანკას ბათუმში, მაგრამ ნანკა მშობლებთან ერთად დედულეთში წავიდა. ნანკასთვის კი უკეთესი იქნებოდა ბათუმში დასვენება მაგრამ სად იყო ნანკას ნებაზე?!. . .
მთელი ზაფხული წერილებით და ლაპარაკით არ მოუწყენიათ ნანკას და ბექას ერთმანეთი. . .

* * *

დადგა სექტემბერი, ჩვეული ვარჯიში, გიგა და ნანკა ისევ ერთად იყვნენ. . . ყოველდღე ვარჯიშის მერე ტელეფონზეც ლაპარაკობდნენ. . . ვარჯიშის მერე გიგამ ჩვეულებრივად აკრიფა ნანკას ნომერი
- ნანკა, რას შვები?!
- ვფიქრობდი, გიგა!
- რაზე ან ვისზე?
- ერთზე!
- შეყვარებული ხარ?
- ჰო.
- ვინ გიყვარს?
- ბექა, ბექა, ბექა და ბექა. . . . ჰო იცი არა?!
- ჰო რა, ვხვდებოდი!!!
- მას კი არ ვიცი. . .
- არც მე. .
- სასაცილოა. . . საღამოს გადმომირეკე რა, გთხოვ, გვიან, თორმეტისთვის.
- კარგი
ნანკამ ცოტა იმეცადინა, დრო ფიქრებში მალე გავიდა, ტელეფონი რეკავს, ნანკას მამამ დაუძახა:
- ჰო, გიგა!
- რავა ხარ?
- კარგად. მამაჩემმა გიცნო.
- მამაშენი იყო?
- ჰო
- ვერ ვიცანი, თავიდან გათიშვასაც ვაპირებდი, მომიკითხე. . .
- კარგი.
- რაც გირჩიე, ითვალისწინებ?
- შენ მირჩევ, რომ დავურეკო, მოვიკითხო, მაგრამ ერთი მითხარი თვითონ რატომ არ მკითხულობს? თან ბოლოს რომ ველაპარაკე, რაღაც დაღლილი იყო და სხვანაირად მელაპარაკა, რავი აბა. . .
- მაგას, გოგო, ყოველთვის ეგეთი ლაპარაკი აქვს, რაღაც ზოზინა, მე მაგასთან რომ ვლაპარაკობ, ვბრაზდები და, ნახვამდის, ვეუბნები, აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს-თქო. ეგ ეგეთი დაკავებულია! იმიტომ არ გირეკავს! ჩვენსავით უსაქმური კი არ არის!
- ვაიმე, მოუკვდეს საცოდავს ჩემი თავი. . .
- ვის ვინ მოუკვდეს, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უნდა დაურეკო და მოიკითხო. . .
- ყოველ დღე?!
- დღე გამოშვებით. . .
- მერე თავი რომ მოვაბეზრო? და თქვას წავიდეს ერთი მაგისიცო?!
- მაგას არ იტყვის. . .
- აი, ახლა ეს სარაფანი უნდა ჩავიცვა, გამოგივლი და ავიდეთ სახლში. . .
- რა სარაფანი?
- ჟურნალში ხატია, ძაან მაგარია
- აუ, ნუ ხარ ბავშვი!
- ჰო კაი, კაი. . ე.ი დავურეკო დღე გამოშვებით. . . აუ, არა, დედამისის მერიდება. . .
- რისი გერიდება? დარეკე რა. . .
- არა, ახლა არა!
- აბა როდის?
- მე არ შემიძლია ეგრე. მე გოგო ვარ! ის ბიჭი მან უნდა მომიკითხოს. მე ვერ ვიაქტიურებ! თუ არაფერი მოხდა, ვიქნები ჩემთვის და ცას შევხედავ, იცი რა ლამაზია ვარსკვლავები?!
- მაშინ იყავი ეგრე გაურკვევლობაში და ითვალე ვარსკვლავები!. . .
- ვიქნები და დავითვლი. . . ერთი, ორი, სამი. . .
- არა, ეგრე არ გამოვა. . .
- თავს ვერ მოვაბეზრებ. . .
- არ მოაბეზრებ, უნდა მოიკითხო. . .
- შენ, სანამ მე არ გეტყოდი, არ იცოდი? ვერ ხვდებოდი? არ თქვა, გთხოვ, არაო!
- არა, არანაირად!
- ჰო, მე კი, და ყველა შეყვარებული ინტუიციით ხვდება. . .
- ჰო, აი, სად მარხია ძაღლის თავი. . .
გოგომ წაიყრუა ბიჭის ნათქვამი. . .
- გოგო, ბექას უთხარი გამოგიაროს.
- სად? გაგიჟდი?
- უნივერსიტეტში, მაგალითად. . .
- როგორ ვუთხრა ეგ?!
- ჩვეულებრივად. . .
- ბექა, ერთი გამომიარე რა უნივერსიტეტში-თქო?!
- არა, ერთი და ორი არა, უბრალოდ უთხარი: გამომიარე!
- ჰო და თუ მოვიდა. . . .
- ჰო და თუ მოვიდა . . . . აუ, რა კარგია, მე რომ არავინ მიყვარს. . .
- კარგია და ერთი-ორი წელი არ გირჩევ. . .
- რატომ ორი?
- იმიტომ, რომ ჯერ პატარა ხარ!
- პატარა? შენ?
- მეც პატარა ვარ, გიგა! თუ შეგიყვარდა ცალმხრივად, ისე დაიტანჯები. . .
- პატარა ხარ?!
- ჰო!
- თუ პატარა ხარ, საწოვარას მოგიტან!
- მომიტანე
- აი, ვინც არ მოგიტანოს!
- ეგრე, მართლა ვინც არ მომიტანოს!
- სერიოზულად, მართლა მოგიტან დაბადების დღეზე. . .
- ჰო რომ არ გადავიხადო, მაინც მომიტანე!
- ჰო, სადაც გნახავ, მოგცემ.
- აი, ეგრე იყოს.
- კარგი!
- დაბადების წინა დღეებში გაგახსენებ.
- ჰო გამახსენე და აუცილებლად მოგიტან!
- ისე ორ თვეში ვისი დაბადების დღეა?
- ბექასი. . .
- მიდიხარ?
- არა, ჯერ არაფერი უთქვამს და მგონი დაუპატიჟებელი ვრჩები. . .
- არა უშავს ჩვენ წავიდეთ სადმე. . .
- და ბექას დაბადების დღე აღვნიშნოთ, არა, ნანაკა?
- ჰო, უიმისოდ
- კარგი იდეა. . . .
ძალიან ბევრი ილაპარაკეს მეგობრებმა იმ დღეს. გიგა არწმუნებდა გოგოს, ხშირად დაერეკა ბექასთვის, მაგრამ ნანკა არ აკეთებდა ამას. . . .

* * *

დილის ათი საათია, ნანკა ტელეფონს იღებს და
- უკაცრავად, ბექას სთხოვეთ. . .
- ბექას სძინავს გენაცვალე
- უკაცრავად
ნანკამ ტელეფონი დადო თუ არა, ზარია:
- გოგო, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- გოგო ხომ არ დაგავიწყდა, ვისი დაბადების დღეა! არ ურეკავ?
- დავურეკე უკვე. . ეძინა
- მოიცა. . .
გიგამ გადარეკა, ეტყობოდა, ბექა გააღვიძა და მიულოცა . . .
- გოგო, ახლა Eღვიძავს, დაურეკე
- ხო კარგი, ცოტახანში. . .
- არა ახლა დაურეკე. . .
- კარგი, კარგი დავურეკავ
ნანკამ გადარეკა
- ბექა, გილოცავ დაბადების დღეს!
- გმადლობთ!
- ხომ მიცანი?
- კი
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მობილური ახლოს გაქვს?
- კი, რა არის?
- წერილი ნახე
- ეს რა არის, რანაირად წერია?
- ახლა არ თქვა, არ იკითხებაო!
- არა, კი იკითხება, მოიცა.
/ბექა გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიყვარულს და ყოველივე კარგს!/ ნანკა!
- მადლობა, ნანკა.
- არაფერს.
- რატომ გეცინება?
- გიგას ველაპარაკე და მაცინა. . . მაგას რომ დაელაპარაკები როგორ ხასიათზე დადგები?. . .
- გიგას ელაპარაკე?
- მაგას ყოველდღე ველაპარაკები!
- ჰო?!
- კარგი, ახლა აღარ მოგაცდენ და წავედი. . .
გოგომ გიგას გადაურეკა და მოუყვა ყველაფერი. . .
- გიგა, ახლა არ თქვა, ასე მალე როგორ მორჩი ლაპარაკსო!
- რაა? შენ უკვე ელაპარაკე და მიულოცე? გოგო, ჩემთან ლაპარაკში ყურმილი გვადნება და ბექასთან რა გჭირს? რა უთხარი ასე ცოტა ხანში?
- ოო, მოიცა რა. . .

* * *

გიგა და ნანკა ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ერთად ვარჯიშს. ერთხელ ნანკამ ცოტა დაიგვიანა და მისულს ნაცნობი სახე შემოეგება. . . მათ ერთმანეთი გადაკოცნეს, დიდიხნის უნახავი ადამიანი მონატრებული ჰყავდა ნანკას. . .
ჩანაწერი:
დღეს გიგამ ბექა მოიყვანა ვარჯიშზე. მივედი, გიგა დგას და რაღაცას მანიშნებს. გავიხედე და ვის ვხედავ – ბ ე ქ ა! გადავეხვიეთ ერთმანეთს, გადავკოცნეთ, დიდი შეყვარებული და მონატრებული ადამიანებივით ერთმანეთი. ეს ჩემგან ხომ ასეა! მისგან კი არ ვიცი! მაგრამ რომ არა, არ მოვიდოდა. . . დიდხანს იყო და მერე ერთად წამოვედით. ახლა კი ემოციებით და დიდი სიხარულით ვარ სავსე. დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიურპრიზი გამიკეთა. . .


* * *

დრო გადიოდა ნანკა ძალიან იტანჯებოდა. ბექა კი სულ სხვა რაღაცეებზე ფიქრობდა და ნანკა ათასში ერთხელ თუ გაახსენდებოდა. ნანკა ცდილობდა, როგორმე დაევიწყებინა ბექა და სხვა მრავალი თაყვანისმცემლებისათვის შეეხედა. ის თითქმის გადაერთო ერთ-ერთზე, მაგრამ ისევ საერთო ძმაკაცი აბრუნებდა და ახსენებდა ბექას სიყვარულს. . .
ღამის პირველი საათი იქნებოდა, ნანკას წერილი მოუვიდა.
- ნანკა, გძინავს უკვე? არ დაიძინო რა, ძალიან გთხოვ! რა ამბებია ჩექმებზე?
გიგა ნანკას ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ჩექმებს ეძახდა, რატომ და რისთვის ვერავის გაერკვია. . . ხან ჩექმებს ეძახდა, ხანაც ფეხსაცმელს. . .
- ნანკა, არ დაიძინო! არ დაგაძინებ!
- აუ, გიგა, მაპატიე, აქამდე რომ ვერ მოგწერე, მეძინა, ახლა გავიღვიძე, გამაღვიძა წერილის ზარმა. . . რავი, აბა, ჩექმა თუ ფეხსაცმელი ერთი კვირაა შეხვედრას მთხოვს. რა ვქნა, არ ვიცი.
- გოგო, დაეტიე სახლში და ჭკვიანად იყავი, ვინ არის ეგ საერთოდ?
- რავი აბა, არ შევხვდე? ბექას ვუცადო, როდის მორჩება მეცადინეობას და ხუთი წლის მერე გავახსენდები? თუ იქით ავუხსნა სიყვარული?
- მოგწონს ის? მომიყევი იმაზე?
- არ ვიცი თვითონაც, რა დამემართა! ერთხელ ვნახე, იმ დღეს გამიცნო, მერე იმ დღესვე დამირეკა და მირეკავს ყოველდღე, შეხვედრას მთხოვს. უნივერსიტეტში კი ყოველდღე ვხედავ, მაგრამ ცალკე მთხოვს შეხვედრას! მეპატიჟება ყველგან, სადაც კარგი რამ ეგულება. . .
- გოგოებს მეტი არაფერი არ გინდათ, გაგაგიჟა არა?! აი მე მაგიტომ არ მყავს შეყვარებული, მაგეთი რაღაცეები მე არ ვიცი და მაგიტომ! ე.ი. ბექაზე ხელი ჩაიქნიე? რა ჰქვია? რა გვარია? რა უბნელია? რამდენი წლის არის? მოკლედ ყველაფერი მომწერე. . .
- ბექას შემოვევლე! ჯერ არა, ჯერ საქმე ეგრე არ არის, ბექა რომ დამავიწყდეს! ბექა ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს მაინც, როგორიც არის, ისეთი მომწონს და მიყვარს! უბრალოდ შეიძლება გადამაყვარონ!
- შენ მე რაც მოგწერე, იმაზე მიპასუხე და მერე თუ გადაგაყვარებენ, ვნახოთ!
- არა, არა, ეგეთები არა! მაშინ ეგ ჩემზეა დამოკიდებული, მე კი ჯერ რატომღაც ბექა მიყვარს ისევ! ისიც კი არ ვიცი, რატომ? არ ვიცი, გიგა, არ ვიცი. ოდნავი ყურადღება მაინც რომ იყოს ბექას მხრიდან, ქვეყანაზე სხვა ბიჭის არსებობას დავივიწყებდი!
- შენ რა გჭირს, გოგო? შენც უთხარი იმ ფეხსაცმელს, შეყვარებული მყავს-თქო და, თუ კაცია, თავი უნდა დაგანებოს! რა კარგია, ვიღაცას რომ უყვარხარ! მე რატომ არავის უყვარვარ?
- რატომ ხარ დამპალი? შენ არ უყვარხარ ხომ არავის? მთელი ფიზკულტურის ხალხი, ალბათ სკოლაც, შენზე ჭკუას კარგავს და კიდევ მაგას ამბობ? არ გადამრიო!
- ჰო, კარგი, კარგი. თუ გინდა ბექას ყურადღება, უნდა იაქტიურო, დამიჯერე, ეგ მაინც მესმის!
- კარგი რა! კიდევ მე უნდა ვიაქტიურო? კითხვებზე მიპასუხე!
- რა კითხვებზე? დამისვი და გიპასუხებ.
- რომ ამბობ იაქტიურეო? რამდენჯერ? რამდენჯერ მოვისმინო ერთი და იგივე. ვსწავლობ, დაღლილი ვარ. . . თითქოს ჩვენი საუბარი ჩაწერილია და ყოველ დარეკვაზე გვასმენინებენო! მინდა, მეც ვიგრძნო, რომ ქალი ვარ და კაცი ყურადღებას მაქცევს!
- ის შენი ტალახიანი ჩექმები გაგრძნობინებს თავს ქალად?! მაშინ მას მიხედე! კაცი სწავლობს, მომავალზე ფიქრობს, შენ კი გინდა, სადმე დაგპატიჟოს და სულ ერთად ისეირნოთ, მერე შენ არჩენ და აცხოვრებ?. ცოტა შორსაც უნდა გაიხედო!
- გიგა, განა მე მცალია, მთელი დღე მასთან ვიყო! მეც დამეწყო სწავლა, ხანდახან რომ ვიცლი, იმას დრო არ ქვია! მდგომარეობას ხედავ! ერთხელ დამპირდა, უნივერსიტეტში მოვალო და აბა არ მოვა, იტყვის, ვმეცადინეობო! ზოგი ჩემს ადგილას წადი შენიო, ეტყოდა. შენ კი მეუბნები, სხვებს არ შეხედოო, იაქტიურეო. . .
- აბა, რა გითხრა, თან ბექა გიყვარდეს და თან სხვასთან იარე-თქო?! და კოცნის უფლება მიეცი-თქო?!
- ბიჭო, ბექა მიყვარს და არ დავუშვებ სხვასთან ერთად უადგილო ადგილებში სეირნობას. . . თან არ ვაპირებ არანაირად სიყვარულის გარეშე ვინმეს ვაკოცო!. . .
- ჰო და მეც მაგას გეუბნები და რა გინდა, ის მელაპარაკებაო, შენ თუ გგონია, სხვა რამისთვის გელაპარაკება, სცდები! კოცნა უნდა და მორჩა. . .
- არ დავუშვებ არანაირად!
- მოიცა, ჯერ შენ არავისთვის გიკოცნია? გინდ შეყვარებულისათვის არ გიკოცნია ტუჩებში?
- არა, გენაცვალე! წესიერი ბავშვი ვარ! თავს გასული კი არ ვარ! ბექამდე არავინ მყვარებია. იყო ვიღაცეები ბავშვობაში, მაგრამ გატაცება მხოლოდ!. ბექა კი. . . გატაცებასაც თუ აკოცე ე.ი. ქუჩაში 50%-ს აკოცო უნდა და ეგაა!
- როდემდე აპირებ ასე იყო?
- ეს ბექაზეა დამოკიდებული! შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? ოღონდ ვიაქტიურებდიო, არ გამაგონო!
ბიჭმა პასუხს თავი აარიდა.
- ნანკა გინდა მე მივახვედრებ, რომ გიყვარს! რა იცი, იქნებ ის არ გეუბნება მეგობრობის გამო. . .
- მიხვედრება აჯობებს? ნუთუ ძმაკაცს შენთვის არაფერი უთქვამს?
- არ ვიცი, არ ვიცი!
- გიგა, შენ ამ ყველაფერს რატომ მეუბნები? იმიტომ, რომ ძმაკაცია? თუ ბექასგან მოდის ეს ყველაფერი, თვითონ ვერ იტყვის? მოციქული რად უნდა? მე სხვისკენ რატომ არ უნდა გავიხედო? როცა ის შეიძლება გოგოებს სიყვარულს ეფიცება, იქნებ საერთოდ არ ვაინტერესებ! თუ რამის ეშინია? ნუთუ ეგეთი მშიშარაა ან მორცხვი, რომ მომწონხარსაც ვერ ამბობს!
- რაც გინდათ, ის გაგიკეთებიათ! მე ნუ ჩამრევთ. მამაღმერთი კი არ ვარ, ყველას პრობლემები მე მოვაგვარო. მე ჩემი პრობლემებით ხომ არ გაწუხებთ, თქვენ პრობლემებს თქვენვე მიხედეთ.
- ვიცოდი ასე იტყოდი! ეგ მაგათი პასუხი არ არის! თავს არიდებ! თან უკვე მერამდენედ! მე აი, ზუსტად თავის არიდების მიზეზი მაინტერესებს! თუ ვიფიქრო რომ. . . ?
- რაც გინდათ, ის იფიქრეთ და გაგიკეთებიათ! ძალიან გთხოვთ მე თავი დამანებეთ! არ მაინტერესებს და მორჩა!
- გეტყობა, მაგრად გაგაბრაზეთ! ძალიან შეგაწუხეთ ჩვენი პრობლემებით! ბოდიშს გიხდი ამისათვის! არ ვიცი ბექაზე არაფერი მაგრამ მის მაგივრადაც ბოდიში! გთხოვ, ეს ამბავი როგორც უნდა დამთავრდეს, იყავი მუდამ ჩვენს გვერდით! მე მუდამ დამჭირდება შენგან რჩევები და დახმარება, იმიტომ ძმასავით მიყვარხარ! ჩემი იმედიც მარად გქონდეს. დაე, მუდამ მეგობრობა სუფევდეს ჩვენს შორის! ერთზე მიპასუხე! მაგრა გაგაბრაზე?
- რა თქმა უნდა! ძალიან მაგრად! ნერვები ამეშალა. მე, ხომ იცი, ისედაც ცოტა ფიცხი ვარ!
- გიგა გაფსიხებაც საჭიროა ხოლმე! ისე, შენ ხომ არ გამომივლიდი უნივერსიტეტში?
- არ ვიცი, ვნახოთ!
გიგას რაზე აეშალა ნერვები, რა უთხრა ნანკამ ასეთი? არაფერი! იგი ალბათ ორმაგ ზეწოლაში მოჰყვა. ეტყობოდა, რომ ბექაც წერდა და თხოვდა, გოგოსთან საქმეები ჩაეწყო. . .






* * *

ჩანაწერი:
რა დაგიშავე? რატომ მოხვედი? რად დამტანჯე? მე ხომ საერთოდ არ გიცნობდი, არ ვიცოდი შენი არსებობა, ვერ გიხილავდა ჩემი თვალები ვერასოდეს, რომ არ გამოჩენილიყავი. ვიყავი ბავშვი, ბავშვი, რომელმაც არ იცოდა, თუ რა იყო სიყვარული. ის მხოლოდ თავისი რეალური, ბავშვური, ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო შენ დაუნგრიე მას ეს ცხოვრება. თუმცა თვითონაც ბავშვი იყავი ჩემო სიცოცხლევ, და რა უნდა გცოდნოდა, რომ ერთ პიროვნებას სიგიჟემდე შეუყვარდებოდი?! შენ შემოხვედი ჩემში, როგორც მეგობარი, მაგრამ მეგობრობას სიყვარულმა სძლია. თითქოს გიყვარდი, თითქოს გინდოდა ჩემთან ყოფნა, მე კი შენი ნახვითაც ვკმაყოფილდებოდი. არ მიფიქრია იმაზე, რომ ოდესღაც მოვიდოდა დღე, როცა მე შენ ვეღარ გნახავდი. ყოველ დღეს მოაქვს შ
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1517 | დაამატა: LoVe | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.