Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 6 » არარაობავ!
10:22 PM
არარაობავ!
არარაობავ!
1

"არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ”!

არარაობავ!

ნუთუ პოეტის შენც გცხია რამე!

არარობავ!

კალამს აწვალებ და ფურცელს ტანჯავ!

არარაობავ!

ნუთუ არ გესმის ცოდვილთა ხმა!

არარაობავ!

შენ ყველა ცოდვა გეპატიება

და მაინც მერე ღმერთს ურცხვად ჰყვედრი!

არარაობავ!

გრიმ გადასმული ითხოვ მეფობას

და მოპარული ტახტით არსებობ!

არარაობავ!

დახვალ ქუჩაში ვითარცა უცოდველი კრავი,

თავდახრილი და მაინც ამაყი სახით!

არარაობავ!

გახსოვს(?!) ქუჩაში, რომ შემხვდი

და ანთებულ სიგარეტზე მოკიდებას მთხოვდი!

არარაობავ!

ან ის თუ გახსოვს(?!) შიმშილობისას,

მოპარულ პურს ორივე ყბით რომ ღეჭდი

და ძლივს გადაურჩი დასაფლავებას!

არარაობავ!

და მეც ხომ ერთხელ,

ჰო, თუნდაც ერთხელ, მეც ვიქნები არარაობა!

რომ შეგიმსუბუქო მძიმე ტვირთი

და უმადური სახით შენ მიწოდებ არარაობას!

და მაინც რა ვქნა, თუ მართლა ვარ არარაობა?!

არარობა სირცხვილის,

არარაობა სიცარიელის,

არარაობა ნაგვით სავსე ურნების,

რომელიც მუდამ ცარიელია ჩვენს სუფთა ქალაქში!

არარაობავ!

ნუთუ არ გახსოვს როგორ მომიკალი უკანასკნელი იმედი,

როცა სოხუმისაკენ მიმავალ ბოლო მატარებლიდან ჩამომაგდე!

და შენც, კოტიტა თითებით ამაყად რომ ეწევი

წითელ მარლბოროს და თავი მაგარი ტიპი გგონია!

არარაობავ!

ნუთუ არ გესმის ცოდვების ხმა?!

არარაობავ!

ნუთუ დამთავრდა ფრედ ეს მატჩიც

და ამაყი სახით განაცხადებ,

რომ არ წააგე!

არარაობავ!

და მაინც შენც ხომ ისეთივე არარაობა ხარ,

როგორიც ჩვენ ვართ!

ადამიანად წოდებულო არარაობავ!

2

კავშირგაბმულობის ღმერთად მოვლენილო

და მობილურად შექმნილო არარაობავ!

ხომ კარგად გახსოვს, როგორ მცემდნენ

და ვერ გავუშვი ზარი საშველად!

არარაობავ!

მანქანად აწყობილო და ბენზინ ხაპია

არარაობავ!

მაშინ გაფუჭდი,

როს უკანასკნელ ფინიშს ვკვეთდი მზიან მხარეში

არარაობავ!

და შენც ლიფტი ხარ ადამიანის სიზარმაცის მსხვერპლო

არარაობავ!

როგორ გეხვეწე, რას არ დაგპირდი,

როს ლამაზ ქალის სურვილი მნთქავდა

და არ გაფუჭდი!

ო, როგორ მსურდა შენი წაბილწვა

არარაობავ!

არარაობავ თვითმფრინავი უნდა გერქვას შენ!

მე კარგად მახსოვს თერთმეტ სექტემბერს,

როგორ შეასკდი გოლიათ ტყუპებს

არარაობავ!

ისიც კი მახსოვ, რომ გამცვალე შიშველ ქალებზე

და არ გიკითხავს რა ვარ უშენოდ

არარაობავ!

არც აქ მასვენებს შენი ტყვიები

არარაობავ!

რომლებიც სისხლიან გულებს გლეჯდნენ

ფუტკრის ზუზუნით!

ავტომატი უნდა გერქვას შენ

არარაობავ!

კაცობრიობის ერთ-ერთ შედევრად

და ოკეანის მონად ქცეულო!

როგორ დაღუპე, როგორ მოსპე,

ტკბილი წუთები!

ტიტანიკისგან ჯართად ქმნილო

არარაობავ!

დროის მანქანა უნდა გერქვას შენ

არარაობავ!

თუ არსებობ და მაინც აქ ხარ!

გამოგონებად წოდებულო არარაობავ!

3

არარაობა გრძნობებში,

არარაობა ზომბებში,

არარაობა მშენებელთა ცემენტის გულებში!

არარაობაა ყველგან სადაც შენ ხარ

არარაობავ!

იქნებ მოგწყურდა, იქნებ გშია

არარაობავ!

ნუთუ არ გეყო სისიხლისღვრა და ცოდვილთ ოხვრა

არარაობავ!

მწერლებისა და მხატვრების მუზავ!

სისხლად მდინარე და აბსტრაქციად ქცეულო

არარაობავ!

სულით მშიერი,

კატაკომბებში გევედრებოდი ბავშვის გაჩენას

არარაობავ!

როგორ მინდოდა, როგორ მსურდა მისი მოსმენა…

მისი შეხება, მისი სუნთქვა, მისი შეგრძნება…

არარაობავ!

გარდასულ დროთა მატყუარა მემატიანევ

და უდიდესო გამყალბებელო

არარაობავ!

ბავშვების,

ქვრივთა და ქლწულთა შემცდენელო

არარაობავ!

მატყუარების,

ქურდების,

გარყვნილების,

და უმადურების ღმერთო

არარაობავ!

როკვარსკვლავად მოვლენილო

და დრამის ხმაზე ამღერებულო

არარაობავ!

ო, როგორ მძულდა ჩემი თავი,

როს შენს რიტმებზე მოცეკვავე

ჩემს ღმერთს ვყვედრიდი…

არარაობავ!

შენ თავს გიხრიდა ყველა ქალი

და ყველა კაცი

არარაობავ!

ღვთისგან წამხდარო,

მოდად ქცეულო არარაობავ!

4

ნაგვის მანქანაში ჩარჩენილო

და სირცხვილად ქცეულო

არარაობავ!

გულ გამოცლილო,

სულ გამოწოვილო

და "დაბიჩოკებულო”

არარაობავ!

არყის ბოთლიდან ჩამოგორებულო

ბოლო წვეთო

და მიუასაფარ ლოთის იმედად დარჩენილო

არარაობავ!

საწყალი ღობემძვრალისა

და ფრინველთა მეფის საკვებად ქცეულო

არარაობავ!

კახპებისა და მეძავთა,

ერთადერთო და განუმეორებელო

მცველო

არარაობავ!

"ხიდჩატეხილობის” პრობლემავ

და მისსავე აღმშენებლად მოვლენილო

არარაობავ!

ლოცვად ქცეულო

მომაკვდავის აღსარებავ

და მავანთათვის

მონანიებად წოდებულო

არარაობავ!

ადამიანთა სექსუალური დაუკმაყოფილებლობის,

უცოდინარი დურგლისა

და სიძველის,

ფეხმოტეხილო, გადასაგდებად

გამზადებულო

არარაობავ!

შუქჩამქრალი და გუბედურებული

თვალების მონავ,

სულის სიბრმავით შეყვარებულო

არარაობავ!

გრძნობა შემოხეულ სიბილწისა

და გარყვნილების

აღმსარებელ-ჩამბარებელო

არარაობავ!

მონანიებად წოდებულო

არარაობავ!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1305 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.