4:48 PM აღარ მიგიღებ !! | |
კამკამა ცრემლებს დავემსგავსე-თითქოს ნაღვლიანს, და ეს ფიქრები,ოცნებები თითქოს ქარს მიაქვს.. ცრემლის გუბეებს შევუერთე სველი მიწა მე, შენი სიტყვები...სიყვარული-როგორ ვიწამე.. შევეგებები ცრემლიანი შავ-თეთრ განთიადს და თვალებს დავხრი,კვლავ დავმალავ სახეს დარდიანს, შენკი გაფანტე იმედები,ფლიდი ფიქრები რომ მე ოდესმე დავბრუნდები-შენი ვიქნები.. ახლოს ნუ მოხვალ,მოშორებით,ჩუმად მისმინე, ისიც იკმარე ეს ამდენი რომ მოგისმინე, მალე გაქრება ეს ოხერი გულის დარდები და აღარასდროს..აღარასდროს შემიყვარდები.. ახლაკი წადი,გინდ იცინე,თუ გინდ იტირე.. თუ სხვასთან მნახავ-ნურასოდეს ნუ გაიკვირვებ.. შენზე არასდროს,წამითაც კი აღარ ვიფიქრებ, ნუღა ეცდები დაბრუნებას..აღარ მიგიღებ !! (TaTa GuLiKaSHViLi) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |