6:44 PM აღარ მევასები!.. | |
თვალებზე დამაწყვე სიჩუმე უფასო, ხმა არ ამოიღო, ღამე დამეთალა, მგონი მართალი ხარ, მე შევცდი, უფალო, ჩვენი არ ყოფილა ცა, დედამიწა და... და მგონი მეშლება ოცნება სახელად სხვაში მონატრება საკუთარი თავის, ნიძლავი წავაგე, დავმარცხდი ამჯერად, მისთვის ერთადერთი ხილი არ ვიყავი. ახლა მარტოს მიწევს ბოდვა–ბოდიალი, მთვარის სონეტები ნოსტალგიას ბადებს, შენში მთელ სამყაროს ზურგით მოვიტანდი, ისევ რომ გიყვარდე....ისევ რომ გიყვარდე... ისევ რომ....და არა, ამჯერად ცოდვაა, ამჯერად გაწვიმდა ცალმხრივი რამსებით, ჩემი რომ იყავი, მაშინ მიყვარდი და, ახლა სხვისი რომ ხარ, აღარ მევასები!.. სიჩუმე დამაწყვე თვალებზე, უძრავო, ხმა არ ამოიღო მხოლოდ ერთი ღამით, დავტოვოთ სამყარო მე და შენ, სულ არ გთხოვ, სხვები დაივიწყე მხოლოდ ერთი წამი.
| |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |