Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » 5 ლექსი დედაზე
10:50 PM
5 ლექსი დედაზე
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

****

ვზივარ და ვფიქრობ 
რა გიჭირს,რა გილხინს, 
თუმცა ვერ გშველი დედი, 
გადათენთილან თოვლით იები, 
მეც მალე მოვალ დედი. 
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს, 
რომ თმებს ჩამაწნა დედი, 
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები, 
არ დამეღალო,დედი!... 
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა, 
ცოტაც გავუძლოთ დედი, 
მალე,სულ მალე გამოიდარებს, 
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი. 
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს, 
წამომაყენე დედი, 
შუბლზე დამადე თბილი ხელები, 
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?... 
გამალამაზე,გამამზიანე, 
როგორც გჩვევია დედი, 
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის, 
გამაპატარძლე დედი. 
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ, 
სულ მიღიმილე დედი, 
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო, 
რომ დაგემსგავსო დედი. 
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი, 
ლოცვაც მასწავლე დედი, 
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია, 
ან თუ ყინვაა დედი, 
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი 
და დაგიკრიფავ დედი

****

გულის როცა ბოლო გატოკებას,
თან მოყვება ბნელი კედლის რღვევა, 
უფლის გზაზე დედა გამიძღვება ,
როგორც ადრე მიტატებდა ხელად...

მუხლმოყრილი, მტკიცე გულით;
ვით ქანდაკი ღვთის ტახტის წინ,
ღმერთს მავედრებს დედის სული,
მავედრებდა როგორც უწინ...

თრთოლვით ასწევ დაღლილ ხელებს,
როგორც მაშინ... როცა წადი...
"ჩემო ღმერთო, აჰა მოვედ..."
ბოლო სიტყვებს ქარს ატანდი... 

მხოლოდ მაშინ, როს უფალი,
შემინდობს და შემიწყნარებს,
დაეტყობა შვების კვალი,
მომლოდინე დედის თვალებს...

****

ვტირი და ვეღარ მიტირია,
ცრემლი ქცეულა დარდად,-
ყველა საფლავი სიკვდილია,
დედის საფლავის გარდა.

ჩივის და გულს ვერ უჩივლია,
ციდან ეშვება ფარდა,-
ყველა აკლდამა დუმილია,
დედის აკლდამის გარდა.

ყვავის ვარდი და გლიცინია,
ხარობს დეკა და ბალბა,-
ყველა სიმღერა ქვითინია
დედის სიმღერის გარდა.

ჩემი ბუზღუნი სირცხვილია,
ჩემ ღმერთს ვუყვარვარ რადგან,-
ყველა სიკვდილი სიკვდილია,
დედის სიკვდილის გარდა!

****

მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვნე წყარო,
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს,
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 3242 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.