Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » ***
0:35 AM
***
1.ქალაქში ქარია, ისეთი ქარია, გრძნობები არია, სულში კი დარია. ჩემი ”შეშლილები” ჩემს გვერდით არიან და თუ დაიღალე, მანდ, გულში კარი..
2.პატიება – ძლიერების ხვედრია. სუსტებს პატიება არ შეუძლიათ
3.მე ჩემთვის მინდა, ჩემთვის გაჩენილი და არა სხვისი სითბო, ვიღაცის დარჩენილი
4.ქვეყნად უცვლელი მაინც ის არის,რომ ყველაფერი ცვალებადია...
5.ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია.ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ, ყველა მეფე კაცი ჰგონიათ...
6.გზა, სიყვარულის გადასარჩენად, ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს, ნუღარ მისურვებ ბედნიერებას, ბედნიერება მე შენში დამრჩა.
7.- ვკვდები! - რას ინატრებდი ყველაზე მეტად ახლა? - იმას, რომ მე მხატვარი ვიყო! - რატომ? - დავხატავდი ბევრ ყვავილს, და ისინი აღარ დაჭკნებოდნენ, დავხატავდი წვიმას, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით, დავხატავდი ბედნიერებას, რომ არასდროს მოგვეწყინა, დავხატავდი მთვარეს...სასწაულები ხომ ღამით ხდება მხოლოდ, დავხატავდი ყველას, ვინც მიყვარს, რომ სულ მათთან ვყოფილიყავი, დავხატავდი ორი ადამიანის შერიგებას, რომ ისინი აღარ დაშორებულიყვნენ, და ბოლოს შენ დაგხატავდი, რომ არასდროს დამვიწყებოდი! 
8.ზედმეტად ნაცნობ მელოდიასავით ავიკვიატე შენი სახელი და რახანია ვღიღინებ, ისე სევდიანად! ისე მოგონებით, ისე ჩუმად, რომ მეც აღარ მესმის
9.ისე ჩემი ხარ,ასე მგონია,რომ გაჩუმდე გაგახმოვანებ..
10.უკვე მერამდენედ დაწყვეტილ ნერვებზე, ვაბიჯებდით ერთმანეთს, რომ გვტკენოდა. და მაინც, ერთმანეთის სულის იდუმალების, მოტკბო-მომწარო წვეთებს ვაზავებდით , და ვქმნიდით ფერებს
კატეგორია: სტატუსები... ♥ | ნანახია: 923 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.