2:33 PM ♥ ℒℴѵℯ ♥ | |
ჩემი უნდა სათქმელი ვთქვა: უთქმელობა არ ივარგებს, ვიცი! თუმც თვალები დამებინდა, მაინც დავდე ერთგულების ფიცი! არ ჩაქრება კელაპტარი, სანამ გვარზე იხტუნავებს კვიცი! მოვილოცე ღვთის ტაძარი, მე გულწრფელი სიყვარული ვიცი! გული ღელავს პირველ ყოვლის, როს იწყებენ ვარსკვლავები ციმციმს! ვდგავარ სვეტად სვეტიცხოვლის, კოლხიდელმა თავგანწირვაც იცის! რასაც ვამბობ-მართალს ვამბობ, არ სჭირდება ამას ფიცი-მტკიცი! წვრილმანებზე აღარ ვდარდობ, ქართველობამ დაფასებაც იცის! დაასველა მიწა წვიმამ, თხოთის მთაზე კვლავ ჩამოწვა ნისლი! ჩამიქროლა იმ არწივმა - ამირანს რომ დაუკორტნა ღვიძლი! დამერწმუნე: ეგ სიცოცხლე კარგი საქმის საკეთებლად მიღირს! ვარ მამულის მეციხოვნე, საქართველომ ჩახუტებაც იცის! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |