7:38 PM *** | |
მსურს დედობა გამოვცადო,გრძნობა მარადიული, საუკუნო სიყვარული, მისთვის თავგანწირული... შენმა პატარა სხეულმა გადამიშალოს სამყარო მსურს შიშითა და იმედით, ცხრა თვე რომ მუცლით გატარო... არასდროს ვიყავ ძლიერი, რაღაცის სულ მეშინოდა... მაგრამ პატარა თვალები ჩამადენინებს გმირობას... ბევრი მახსოვს მე პატარა, რომლებსაც გული ტკიოდათ, შიმშილით დასუსტებულებს, დედისთვის პური მიჰქონდათ... ამბობენ: დედა-შვილობა-ეს ღვთაებრივი გრძნობაა, სულ უპირობო სიყვარული, დაუღალავი ლოცვა და ერთი სიწმინდე საბუდარში, სადაც უთვალავი ცოდვაა... ერთი სისუსტე ქალისათვის, ვინც სიყვარულის მონაა... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |