8:12 PM .... | |
დარდი...-სიყვარულისფერა,
სევდა შენი...-ცისარტყელა, ვარსკვლავები ციმციმელა, მთვარე...-შოთისპურის ხელა. ზღვა ზღვისფერა, ცა ცისფერა, ოქროსფერად დაიფერა... ნისლი...- ღრუბლის ერთი წველა, მთის კალთაზე გაიწელა, წვიმა...-სიხარულის ცვენა, თოვლი...-უფლისაგან შველა. ცხვირწინ მიდევს ხონჩით ყველა, რაც რომ ღვთისგან დაიწერა, თვალმაც ასე დაინახა! გულმაც ასე დაიჯერა! ჩემო ლამაზო ქვეყანა! ვიცი, მომკლავს შენი მზერა! დარდი...-სიყვარულისფერა, სევდა შენი...-ცისარტყელა, არცა ვნაღვლობ, არც ვინაღვლებ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |