8:32 PM -... | |
-... -დიახ! -... -დიახ! ყურმილს იქით სამყაროში საათი წიკწიკებდა... ყურმილს აქეთ სამყაროში შეშფოთებული სიჩუმე იდგა... ესმოდა დაღლილი ჩუმი ხმა და ნელ-ნელა იშორებდა სიჩუმეს,ტკივილამდე რომ აწვა გულზე... -... -... საათის წიკწიკი... ყურმილს იქით გაბუტული გოგო!.. ყურმილს აქეთ მოწყენილი ბიჭი!.. ფიქრი...ფიქრი... -...მომენატრე თეკლა!... აპრილივით მომენატრე ,თე!... მომენატრა შენი თბილი თმები... -... -ცრემლი...,ფიქრი... -მომენატრე, თეკო!... წვიმს და გეძებ...თმებგაშლილს და სველს... ასკინკილით გამორბიხარ ცემსკენ...სუსტ სხეულზე მოგხვევია თეთრი,თეთრი კაბა, შენს ღიმილში ჩატეულა მთელი ჩემი სული...მხედავ? მხედავ?... აგიტაცებ უცებ...ვიტრიალებთ ერთად...თეკლა! თეკლა!... წვიმა მღერის, წვიმა ცეკვავს... თეკლა!... -... ცრემლი...ცრემლი... -მომენატრე, თე!...შემოდგომა მოდის...მომაკითხე, თეე!...გავიქცეთ და დავიკარგოთ ტყეში.მე ჩაგაცმევ შენ ფოთლისფერ კაბას, მე წაგიყვან, მე წაგიყვან მზესთან!... -... ფიქრი,ფიქრი,ფიქრი... ყურმილს აქეთ გაყინული გოგო... ყურმილს იქით ტკივილი და ბიჭი... | |
|
სულ კომენტარები: 9 | 1 2 » | ||||
| |||||
1-7 8-9 | |||||