7:18 PM ♥ ♥ ♥ ♥ | |
მე მქვია შენი,შენი სულის ნაზი სამოთხე, სევდა ვარ შენი,თვალებზე რომ მოგფარებია, სიხარული ვარ, გულიდან რომ დარდებს ამოხევს, მერე სამყაროს ჩაგიხატავს, თეთრფერებიანს ანგელოზი ვარ, შენს საშველად გამოგზავნილი, მე მიმაქვს თმენით, მძიმე გზაზე შენი ცოდვები, მე, მხოლოდ მე მსურს, აგიხდინო გულის წადილი, დაბადებიდან შენს სხეულს რომ ჩრდილად მოვყვები, სიყვარული ვარ, რომ მოიცავს სამყაროს, სივრცეს და ბედნიერი მიუყვება რწმენით სალოცავს, მე, შენში ახლა ის მუზა ვარ, ლექსებს რომ გიწერს, ის მკითხველიც ვარ,ორივეს რომ ერთად დაგვლოცავს
| |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |