Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » ***
4:14 PM
***
ფერი დაეკარგათ ვარდის წითელ ფურცლებს,
ალბათ მარტოობა იგრძნეს,
ისევ ჩამოდნა თაფლის სანთელი
შენ რომ გაგონებდა ცრემლებს.

ოჰ, ახლა მარტო დავდივარ გზებზე
და წლები კვლავ წლებს მისდევს,
ყვითელი ფოთლები ძლიერ შორს გაფრინდნენ,
თავს ვეღარ აღწევენ ნისლებს.

ფანჯრის რაფაზე წვიმა ჩურჩულებს,
ფიქრები ფიქრებს მისდევს.
ცისფერი სევდა სანთლების შუქზე
დგას, დაუხრია თავი,

წუთები თითქოს საათებს ჰგვანან,
წამებიც ნელა გადის.
და შორ სივრცეში ისევე მესმის
ნაცნობი ფრაზის აზრი:

"რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ,
გამაგებინო იქნებ?!
ჩემი ცხოვრება წამი ყოფილა,
შენ კი გიტოვებ ფიქრებს.

ჩემზე იდარდე, ნუ დამივიწყებ,
მუდამ ანთებდე სანთლებს,
მარტი რომ მოვა ია მაჩუქე,
ნუღარ დამაღვრი ცრემლებს!"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: marimitovebuli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.