Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » მონატრება
0:00 AM
მონატრება
ტკივილამდე...კივილამდე...გულის წასვლამდე...

ჩაგეძინა უკვე? როცა შენ გაიღვიძებ მაშინ მე ვიქნები სიზმრებში წასული და აქ აღარ დაგხვდები...

შენ გნახავ იქაც? არ ვიცი...

აი უკვე გხედავ...სადღაც შორს გხედავ...ტკივილის იქით...კივილის იქით...

არაფერი არ გამოდის...სათუთად გინატრე მაგრამ ნატვრის იქით მომეცრემლე...

წვიმდა უწვეთოდ...

ვტიროდი უცრემლოდ...

მომენატრე, ტირილი მომინდა მაგრამ გამეღიმა...(ალბად სიმწრისგან)

თვალები დავხუჭე და გინატრე...

სევდის ფერი ხარ და შემიყვარდი...

შორს ხარ და თან ისე ახლოს ,რომ სულს მიხუთავ...

რად მინდა შენზე ფიქრი...რაში მარგია...მომცემს რამეს?

ნუ მეფიქრები...ნუ მელანდები...ნუ მესიზმრები...

უი გაგეღვიძა? ვერ შევასრულე დანაპირები...მე მაინც აქ ვარ... და გელოდები... დაგელოდები...

როცა გინდა მაშინ რომ მოხვალ და როცა გინდა მაშინ რომ წახვალ, ერთხელად აქ აღარ დაგხვდები და მოგენატრები...

არ მჯერა მაგრამ მეიმედება...

სასწაულია...ისევ გელოდები...დავიღალე...დავიქანცე...და ისევ მხნედ ვარ...შენი ლოდინი არაფერია...მთავარია ისევ მოხვიდე...

გამოიარე ხოლმე...არ დამეკარგო...

ან, იქ შევხვდებით ჩვენ რომ ვიცით...ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით...

ხო გიყვარს ზღვა?ხოდა ზღვის ნაპირზე დაგელოდები...არა მე არ მიყვარს მაგრამ შემეყვარება...

ტალღები შემომეჩვევა...მომელამუნება... არა,არა, შემოგვეჩვევა და მოგველამუნება...მაპატიე...ერთი წამით მიგატოვე...

არა,თუ გინდა წადი, ოღონდ ისევ მოდი,რომ ისევ წახვიდე და მერე მოხვიდე...

თითქოს დათბა... არადა ზამთრია, თან ისეთი რომ არც ერთს არ გვახსოვს ასეთი სიცივე გარეთ მაგრამ არც ასეთი სითბო არ გვახსოვს გულში...სულში..

უი რომელი საათია?

ჯერ სულ რაღაც დილის ხუთია

ჩვენ ფიქრებს სანთელი უნთია...

რომ გაანათოს ჩაბნელებული კუნჭულები...

არა, ნუ გწყინს...მე რა ვიცი შენ რა მოგწონს და რა გიყვარს...აუუუ ისევ გამებუტე? ეს ჩემზე ვთქვი, მე ხომ არ განვიცდი და არ მტკივა, არ ვწუხვარ და არ მშია... ეს მე ვარ უგრძნობი...მაპატიებ?

ხოოვო და ამოვისუნთქე...

საით მიდიხარ? არ მინდა მანდეთ...გუშინ სიცივემ ჩამიარა,მერე ალმაცერად შემომხედა,შემეშინდა და ცრემლებსაც კი მოუნდათ ამოსუნთქვა მაგრამ ჰაერი არ ეყოთ... შემეშინდა... და ეხლაც მეშინია... შენც თუ შემოგხედა გაგყინავს და შეიძლება ვეღარ დაგადნო...არ მინდა მეთქი მანდეთ...მეშინია...

ისევ დაგითმე...

ეუф რაღაც აგრილდა, აკი გითხარი იქით წავიდეთ მეთქი...იქით იცი რამდენი ყაყაჩოები იყოო? გვირგვინს მაინც გავაკეთებდით...უფრო სწორად გავაკეთებდი... აბა შენ და ეგეთები?(სად გეკადრება).

იქ, გუშინ, მზემ ერთი სხივი გამარტყა და თავბრუ დამახვია. ვიფიქრე დღეს შენც წაგიყვანდი და იმ ხეს გაჩვენებდი წუხელ მთვარემ რომ გვაჩუქა...მაგრამ...ისევ დაგითმე...

ერთხელ რომ მომატყუო რა მოხდება? მოდი რა მომატყუე და მითხარი რომ მოგენატრე...ამ სიტყვების გაგონება ძალიან მომწონს... ტყუილია მაგრამ მომწონს... ტყუილია მაგრამ შემიყვარდა.

სიტყვებმა finish-ო მაგრამ ჩემგან ცივი უარი მიიღეს, ჯერ რა დროსია მეთქი... ამ დროს ხო შენც აქ ხარ და ვიცი, თუ გავჩერდები წახვალ... და მაინც სად წახვალ? წახვალ და წადიიიი...წასვლით მაშინებ? მოხვალ და მე აქ მართალა აღარ დაგხვდები...

ან დაგხვდები... იმიტომ რომ ტკივილამდე... კივილამდე... გულის წასვლამდე...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1344 | დაამატა: tam | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.