| თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:15 AM | შეტყობინებები # 1 |
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
| -არაფერი რამიმალოთ..-კინაღამ ავტირდი. -დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი..ჯერ ვერ დავადგინეთ რა გჭირს.პრობლემა გულთანაა.. -რას შეიძლებოდა გამოეწვია? -არვიცი..ალბათ ნერვიულობას,სტრესს.. -აი რატომ მიმდიოდა გული.. -გულიც მიგდიოდათ? -კიი.. -ხშირად? -რამდენჯერმე.. -კატო,რა თქმა უნდა დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი,მაგრამ მგონია რომ გულის გადანერგვა იქნება საჭირო..-სხვისი გული? მაგრამ როგორ? როგორი შეგრძნებაა როცა სხვისი გული გიდევს? ჩემი გული? ჩემი გული სად მიგაქვთ? არა არ მოგცემთ..მე ის მჭირდება..ის ხომ ჩემია! სხვის გულს ვერ ჩავიდებ..-ტრიალებდა ფიქრები. -კატოო -დიახ -ხვალ გეტყვი პასუხს. -კარგი-წამოვედი.
ლევანმა შეამჩნია რომ მოწყენილი ვიყავი. -კატო რა გჭირს? -არაფერი -გთხოვ მითხარი.. -არაფერი თქო-ვუყვირე. -ეეე უყურე ამას-მომკიდა ხელი და ამომატრიალა თან იცინოდა. -აუ არ ვარ რა ხასიათზე შემეშვი..-პირი დააღო.. -კარგი-"ჩამოყარა ყურები" და საცოდავი თვალებით გამომხედა..ისე შემეცოდასავით,მაგრამ არ მქონდა მართლა არაფრის თავი..მხოლოდ ერთი კითხვა.."გადავრჩები"? სკოლაშიც მეორე დღეს ასეთ ხასიათზე ვიყავი.გიო მომიჯდა. -კატო როგორ ხარ?-შეშფოთებულმა მკითხა. -ცუდად რატომ უნდა ვიყო?-ჩემი კითხვა გამიკვირდა. -არა ისე..-ჩაფიქრებულმა თქვა. -რამე მოხდა?-მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო კარგად. -არა არაფერი.. -ვერ მომატყუებ.. -არაფერი კატო.-მივხვდი რომ რაღაც ღრღნიდა შიგნიდან,მაგრამ თავი დავანებე.. ექიმთან მივედი.. -მაპატიე მაგრამ არ შევმცდარვარ..გულის გადანერგვაა საჭირო..ოპერაცია გარდაუვალია და ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს,რადგან შეიძლება კიდევ ერთხელ წაგივიდეს გული და თვალები ვეღარც გაახილო..-ამაზე ავტირდი.. -რა გარანტია მაქვს რომ გადავრჩები?-ვიკივლე.-ნუთუ ამის ღირსი ვარ? ღმერთო ვიცი რომ არ ვარ წმინდანი,მაგრამ ასე რატომ მსჯი?-ისტერიკებში ჩავვარდი.. -დამშვიდდი.. -როგორ? მიპასუხეთ როგორ დავმშვიდდე? ოპერაცია ხვალ არის და გადავრჩები? მაქვს გარანტია? -50 %-50%-ზე... -აი გეუბნებით..მე ვერ გადავრჩები,იმიტომ რომ ბოროტი ვარ და ყველას ვამწარებდი..რატომ? იმიტომ რომ პატარა ეგოისტი მამიკოს გოგო ვარ..გესმით ჩემი? მაგრამ არა! არ გესმით! თქვენ ვერასდროს გაიგებთ..იცით რა გადამხდა თავს? არ იცით.. -ეს ყველაზე ცუდი არ არის.. -კიდევ? კიდევ არის რამეე? -ყველაზე ცუდი ის არის რომ.. -რომ? ამოღერღეთ! ამაზე ცუდი არის რამე? -დონორი არ არის..და ხვალამდე თუ არ გამოჩნდა..ვწუხვარ,მაგრამ..
|
|
| |