Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » კულტურა გვშია (ავტორი: გიორგი საბაძე)
კულტურა გვშია
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:22 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
მე ვდგავარ...

ჩუმ ნიავს ჩემკენ მოჰქონდა ახლადგამომცხვარი პურის თბილი სურნელი, რომელიც ჩემში იჭრებოდა და საკმაოდ მაძღარს მაინც აღმიძრავდა შიმშილის გრძნობას.
თონესთან წელში მოხრილი, ხელებგახუნებული, დახეულ შალში გაუფუთნული მათხოვარი წყლიანი თვალებით სევდიანად შეჰყურებდა თონედან მომავალ ხალხს, რომელსაც ხელში ახალი, ცხელი, მადისაღმძვრელი, ორთქლახვეული პური ეჭირა.. ხალხიდან მზერა თონის გვერდით ჩამოკიდებულ ლამაზ, წითელ წარწერაზე გადაჰქონდა, რომელზედაც დიდი ასოებით ეწერა: „ცხელი ლავაში-60 თეთრი“, შემდეგ კი – თავის დაკოჟრილ ხელზე, რომელიც მორიდებით წამოეწია წინ და რომელზედაც მხოლოდ ორი „ოცთეთრიანი“ ეგდო...

მე ვიდექი...
ჩემგან ხელმარჯვნივ ორი ბიჭი მორბოდა, ერთმანეთს დასდევდნენ, ხმამაღლა, მოურიდებლად ებილწებიბოდნენ ერთიმეორეს, „პანღურებს“ სთავაზობდნენ, იცინოდნენ. მარცხენა, ჩანთას ცალი ხელით ძირს მოათრევდა, მეორეს საერთოდ არ ჰქონდა ჩანთა. ეტყობოდათ, რომ სკოლიდან ბრუნდებოდნენ. ლაზღანდარები უახლოვდენიან მაღაზიის ვიტრინას, მომენტალურად ყიდულობენ მომენტალური ლატარიის ბილეთს...
-ჰე, გადაფხიკე - ეუბნებოდა მარცხენა მარჯვენას.. -რა კარგი სუნია...
გადაფხიკა, რათქმაუნდა ვერაფერი მოიგო, გაიცინეს, ქაღალდი დაჭმუჭნეს და ძირს დააგდეს, შემდეგ კი თონესთან მივიდნენ, პურიც იყიდეს, მათხოვარმა მათც შეხედა წყლიანი თვალებით, შემდეგ კი ის მოხდა რასაც არ მოველოდი. ერთ-ერთი ისევ მაღაზიის ვიტრინასთან მიიჭრა და წებო შეიძინა, სულ რაღაცას ყიდულობენ საოცარია.. შემდეგ მეგობართან დაბრუნდა, ოცთეთრიანი ამოაძრო, წებო წაუსვა და დააკრო ასფალტზე. ბიჭებს სიცილი წასკდათ, შემდეგ კი რომელიმე „მსხვერპლის“ სეირის საყურებლად მე ამომიდგნენ გვერდში. იქნებ მე ამოვუდექი მათ? ზუსტად არ მახსოვს... მე მათი ლაპარაკი მესმოდა.. მაგრამ უცბად მათხოვარი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მონეტას, დახედა, დაიკუზა, აღება უნდოდა მაგრამ მონეტა გაუძალიანდა, პურს გახედა, ჯიბიდან საკვნეტი ამოაძვრინა, რომელსაც პატარა დანაც ჰქონდა, გახსნა და იმით ეცადა ოცთეთრიანის ხელში ჩაგდებას.
-რას აკეთებს ის სულელი? -იკითხა ერთმა.
-ჰა, ჰა, ჩვენს „ოცთეთრიანს ეჩალიჩება. -უპასუხა მეორემ.
დიდ ხანს იწვალა მათხოვარმა მაგრამ მოენტა მაინც ვერ ააგლიჯა მიწას.გაწვა ასფალტზე, ხელები აიფარა სახეზე, მგონი ტიროდა.
შემდეგ მე მივუახლოვდი თონეს, ვიყიდე პური, ხელში ჩამათბა, მათხოვარმა მეც შემომხედა, ნამდვილად ტიროდა, ტუჩები უკანკალებდა, დახეთქილი, უსიცოცხლო ტუჩები, მე კი მას ჩავუარე უდარდელად, არც კი შემიხედია მისთვის, პურს ყუა მოვაგლიჯე და გემრიელად მივირთვი...

მე მივდივარ...
მათხოვარი ისევ აგდია ძირს, იგი ისევ ტირის, ისევ შია, ბიჭები ისევ იცინიან, წითელი ასოები კი ისევ იცქირებიან მომაკვდავი ცეცხლით: „ცხელი ლავაში-60 თეთრი“....


 
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » კულტურა გვშია (ავტორი: გიორგი საბაძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.