Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » მომავალი ტახიკარდია (ავტორი: ანა პაპოშვილი)
მომავალი ტახიკარდია
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:20 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline

თუკი ხელებისა და ფეხების დამორჩილებით გინდა გადაცურო ოკეანე და გადადგა სივრცეში თუნდაც მცირე ნაბიჯი. თუ შენ გსრუს გეჭიროს დროის უმწეო სადავე, შეაჩერო ფორთხოლისფერი მზე და დატოვო გარშემო "მალინისფერი" სითბო . თუ გინდა , რომ "რუხ" ზამთარს გახადო ნაცრისფერი კოფთა და გაძარცვო ხეები "არ ცმული" სამოსით, იქნებ გეფიქრა საკუთარ შესაძლებლობებზეც?!
ალბათ მე გამასამართლებენ უზადო იმედის ტარებისთვის. შენ-გამოუყენებელი "შესაძლებლობებისთვის" და დავრჩებით დედამიწაზე, როგორც ორი ჩამწვარი , უვარგისი ფითილი , რომელსაც ერთ დროს უნდა გაენათებინა (სამყარო თუ არა) პატარა ოთახი მაინც. ვატარებთ მუჭით ერთადაერთ ასანთის ღერს, იმის იმედით , რომ ოდესმე ისევ ავალდებით.. ხო, ამის შემდეგ ალბათ იმასაც გვეტყვიან: "იმედი ბოლოს კვდება"-ო , მაგრამ ჩვენ იმედს, რომ ბოლო არ აქვს?! ჩვენ არც სიკვდილს ველით და არც სიცოცხლის დასასრულს (ვფიქრობ , რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა). არც მზის ჩასვლას ვდარაჯობთ და არც ღრუბლების ქორწილს. ჩვენ ყოველივეს ყველაფერს შემთხვევით ვესწრებით და შემდგომ პირდაპირ თუ ირიბად გვსურს თანმიმდევრობით იგივეს გამეორება.
ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შენ და მე ან თუნდაც მე და შენ, მოლეკულური ზომის, მტვრის ნაწილაკებისგან შემდგარი ახალი მნათობი ქიმიური ელემენტი , ისე შევერწყმით ერთმანეთს , როგორც მდედრი და მამრი , ჰომოზიგოტი და ჰეტეროზიგოტი. მაგრამ ჩვენ მაინც -ორივე, დომინანტური გენის მატარებელი ინდივიდები ვართ და თუნდაც ბიოლოგიურად არეული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა დნმ-ში , მაინც ქმნის პოლინუკლეოტიდურ ჯაჭვს, რომელიც ასტროლოგებს ამცნობს , რომ მომავალი გველის წელიწადი მე-ლომსა და შენ-"მალინას" მრავალგზის ტახიკარდიას გვიქადის.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » მომავალი ტახიკარდია (ავტორი: ანა პაპოშვილი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.