Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » == ჩაიდენს უკანასკნელს...== (ავტორი : ნათია პაპიძე)
== ჩაიდენს უკანასკნელს...==
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:55 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
გასაკვირი იყო მისი სიმშვიდე და ცივი სისხლის მდინარება.
ფორიაქი სულის - უკან მოტოვებული წლების მირაჟად იქცა.
თუმც, არასოდეს, არასოდეს შეუწუხებია შუბლზე _ ძარღვთა სიმრავლეს.
კიდეც იმრუშა, კიდეც იქურდა, მოჰკლა კიდეც (ფიქრით მაინც.
დედა თავშესაფრის ძიებაში აქცია _ თავშესაფრის მათხოვრად!
მამა ისე წავიდა _ ისე წავიდა, რომ მის სულთან მოსვლა ვერ შესძლო... ან_ არ მოუშვა!
ძმაც ჰყავდა და დაც!... ჰყავდა და არც ჰყავდა.
იკადრა _ იცრუა! დასჭირდა _ იგუა ავი ზნე!
ასეთია და მორჩა!
ვერ შეიყვარა! ვერ უერთგულა! ვერ გაუგო! ვერ დააფასა!
დასცინა! დაჩაგრა! იხილა თვალები: ქვევიდან _ზემოთ.
დახედა მზერით :ზევიდან _ ქვემოთ.
სულაც რომ არავინ მოსულიყო _ არად აგდებდა!
გათვალა _ მოიგო...
მოიგო _ თაყვანი სცა არსებას თვისას, კიდევ ერთხელ და მერამდენედ!
მოდით, ასე ვთქვათ : გაიმარტივა არსებობა, თუმც, არასოდეს, არასოდეს შეუწუხებია
შუბლზე _სიმრავლეს ძარღვთა!
_ _ _
მირაჟები უბრუნდებიან _ გაბლანტებული და კლაკნილი სივრცის მსგავსად.
მარტოლანდი, მარტოკაცი, მარტოსხეული _ უსულო არსება...
ხედი _ცარიელი ჭურჭლიდან...
ჰო, კიდეც იმრუშა, კიდეც იქურდა და კიდეც მოკლა (ფიქრით მაინც.)
დიაფრაგმიდან_ გულამდის,გულიდან _ ხვეულებამდე ტვინის.
სულ წვრილი ძაფი _ შუბლზე გამდინარი და...
დაჩრდილულ, დაბურულ სამშვინველს თეთრ ლაქებად დააჩნდა სინდისი.
და მაინც, გასაკვირი იყო მისი სიმშვიდე და ცივი სისხლი, კოლტებით აისბერგის.
ექო ცარიელი ჭურჭლიდან:
„_ შენ!...
ჰო, შენ! დაიღალე!
მრუშო!
მკვლელო!
ქურდო!
შეუძლებელია არ გქონდეს, ერთი ან რამოდენიმე ამაღლებული მიზანი. იბრძვი და არც კი იცი _ რისთვის.
სხეულზე გამოგჟონა სიმახინჯემ.
მარტოლანდი, მარტოკაცი, მარტოსხეული.
უსულო არსება.
უყველაფრო _ არაფერი.
არავინ.
უწინაპრო.
უმომავლო.
ან რას წაიღებ, ან რას ტოვებ?! ან რა ხარ?! არც ყოფილხარ და ვეღარც იქნები, ოდესმე!

მძულხარ...!

კიდევ მეტად _ მებრალები!
დედის წინ მიხურული ყოველი კარის ხმაურში ისმინები!
მამის უკანასკნელ ამოსუნთქვაში იგრძნობი!
შენგან დაჩაგრულთა მიწასმიახლოვებულ თვალებში იკითხები!
საბადებლის სიმრავლესთან ერთად დაითვლები და … მიეთვლები!
ვერ სუნთქავ!
ვერ სუნთქავ!
არ გყოფნის ჟანგბადი!
შესაბრალისო... მარტოლანდო! მარტოკაცო! მარტოსხეულო! .... “
_ _ _
ჩაიდენს უკანასკნელს.
...გადახსნილი ვენებიდან შეისუნთქა ჰაერი...


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » == ჩაიდენს უკანასკნელს...== (ავტორი : ნათია პაპიძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.