Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » ყურებიანი ქუდი
ყურებიანი ქუდი
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:31 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
შობის წინა დღეები იყო,თოვდა და სასეირნოდ გამოვედით,ნუცა სულ ხტუნვა–ხტუნვით მომყვებოდა გვერდში,უხაროდა თოვლი,მე ის მიხაროდა ძალიან.ქუჩები და ვიტრინები საახალწლო განწყობას ასხივებდნენ და ახალისებდნენ ჩემს ისედაც მოკისკისე გოგონას.შენ რა უნდა ჩაიფიქრო შობასო მკითხა,არ ვიცოდი რა მეპასუხა და მხრები ავიჩეჩე,შენ უკვე მყავხარ და არ ვიცი_მეთქი,მაშინ ორივემ ერთი რამე ჩავიფიქროთ და უფრო აგვისრულდებაო...უცებ ერთ ვიტრინასთან შეჩერდა,თმაგაჩეჩილ მანეკენს დიდი ყურებიანი ქუდი ეფხატა,სწორედ ასეთი მინდაო,გამყიდველმა ისეთი ფასი გვითხრა მის ნახევარიც არ მედო ჯიბეში,თან დააყოლა ასეთი ქუდი სულ ორი ცალია და ყველას მოწონსო.
გამოვედით უკან,ნუცა დაღონებული იყო,მე კიდევ უფრო დამწყდა გული და მოწყენილები მივდიოდით.არაუშავსო,თავი გაიქნია,ქუდი რაღად მინდა ასე ლამაზი თმა მაქვსო.გამეცინა და გულში ჩავიკარი.სახლში მივაცილე,მოიფიქრე შობას რა ჩავიფიქროთ_მეთქი ვუთხარი და ნელი ნაბიჯით წამოვედი.გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე,ერთი ქუდი ვერ მეყიდა.უცბად ო ჰენრის რომელიღაც მოთხრობა გამახსენდა,საყვარელი საათი რომ გაყიდა ცოლის შობის საჩუქრისთვის,ოქროსი არ არის,მაგრამ ამასაც არაუშავს_მეთქი,მაჯაზე დავიხედე და გული სიხარულით ამიძგერდა.გათენებული არ იყო მესაათესთან გავიქეცი,იმდენი მომცა რომ ქუდსაც ვუყიდიდი და ყავაზეც დავპატიჟებდი.
ქუდი ვიყიდე,ლამაზად შევაფუთინე და გახარებული ველოდებოდი როდის გამოვიდოდა უნივერსიტეტიდან,თოვლზე თითებით ჩვენი სახელები დავწერე.უცებ ტელეფონმა დამირეკა და საუბარში გართულმა ვერ დავინახე როდის მოვიდა და დამიდგა უკან.ბუჰ–დამიყვირა უკნიდან, შემოვბრუნდი,მისი საჩუქარი ხელში მეჭირა,ნუცას კი ყურებიანი ქუდი ჩამოეფხატებინა და ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახა გაიცინა_შენ რომ იცოდე,სულზე მივუსწარი ერთი უკვე გაყიდულიყო და ეს ერთიღა იყოო_მითხრა და ჩვენ სახელებს შუაში პლუსი ჩაუწერა.....


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » ყურებიანი ქუდი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.