Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » თბილისს (ავტორი: ლაშა მასხულია)
თბილისს
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:36 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
მშვენიერია ამ სისხამზე ჩემი თბილისი,
მშვენიერია და უბრალო როგორც მისი ცა,
და რაც დაჰკარგა ყველაფერი ჩემი ბრალია,
ნეტავი მაშინ ასე თამამს არ დამეფიცა.

რა ვქნა მუხამბაზს აივნებთან თუ არ მღერიან,
ზოგჯერ მგონია ფიროსმანიც მე გავალოთე,
ჩემი ბრალია (ბედის წიგნში ასე წერია),
რომ ნარიყალას ჩამოგექცა ბევრი სათოფე.

შეგითამამდი, ღმერთმა იცის ისე მჯეროდა,
რომ ვერა გძლევდა, ვერაფერი ვერ გაგთვალავდა,
მე რა ვიცოდი შენს აისებს სისხლი რად ეცხო,
ანდა მთაწმინდა ასე კუშტი რა დარდს ფარავდა.

ბავშური ცნობით, როგორ მსურდა სულ მხსომებოდი,
სულ მგონებოდა, რომ უცვლელი ხარ საუკუნოდ,
ნეტავ ზღაპარი დამეჯერა სიზმრის ბოლომდე,
და გაფხიზლებულს არ შემყროდა სევდა უკურნო.

მაინც ლეკვივივთ შენს სითბოში დავიბუნაგებ,
მზეც უფრო მეტად ვერ გაგათბობს, ცაც რომ აყაროს,
ხომ ბევრი რამე დაჰკარგე და მაინც მგონია,
რომ შენს ქუჩებში ჩაეტევა მთელი სამყარო.

ვის შეგადარო, ცრემლისტოლა სამშობლოს გულო,
ეს სიყვარულიც ძველებურად ისევ თავხედობს
და როცა სული დამძიმდება შენთან მოვდივარ,
რომ მიწით დაღლილს სიმაღლიდან გადმოვახედო.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » თბილისს (ავტორი: ლაშა მასხულია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.