Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » ვხვდები ძაღლი ვარ (ავტორი: გიორგი სილაგაძე)
ვხვდები ძაღლი ვარ
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:23 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ვხვდები ძაღლი ვარ, ჩემი კუდის ჩრდილის ქიცინზე,
ქარი გულს ურევს მაძღარ ამინდს და სადაცაა,
მოვა პირველი და ბინძური თოვლის ნაცარი
და მე ძაღლი ვარ და მოვლილი ბეწვი მიცინის.
ბლაგვი მზე ღამის ნაღვენთარებს ზანტად ფხეკს რადგან,
ზამთრის სიზმრების ნარჩენები ვეღარ აგავეს,
მე კი კოჭლი ვარ და მოკლე ფეხს ჰაერზე ვადგამ
და ნახევარი ღმერთი მაინც მგონია თავი.
ენა გამიშრა სიტყვებისგან, ყმუილში ვაწებ,
დამიგეს ჩალა, ლოგინი და სხვა ფიანდაზიც,
ხოლო სამყარო ჩემზე მალე ბერდება აწი,
ბაზრის დამპალი თუთუნივით ღეჭავს ანდაზებს
და აღარ უკვირს, რომ
ძაღლი ვარ,
ვკოჭლობ
და
ვკვდები...


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » ვხვდები ძაღლი ვარ (ავტორი: გიორგი სილაგაძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.