Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » ისე მომინდა შენი დანახვა (ავტორი:გიორგი არაბიძე)
ისე მომინდა შენი დანახვა
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:08 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
დღეს ხეებს მწიფე ლექსი ასხია,
დღეს სიზმარია ეს დღე მთლიანად.
ისე მომინდა შენი დანახვა
ცას მივაშტერდი და შევარხიე.
დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი,
ფარავს ქვიშებს და ფარავს ბალახებს.
ზღვა მირბის ჩუმად, ზღვა მირბის ცისკენ
და მიაცურებს ცისფერ ბალდახინს
კანოესავით. ოკეანეში
დგება სიჩუმე და გაგიჟება
დღეს, რომც გინდოდეს არ გაგიშვებენ
ხელიდან თეთრი ანგელოზები.
დღეს ყველა ლექსი ზღვაში მარხია
და იფარება მიწა მთლიანად.
დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი,
კლდეებს ტალღები რომ შეამსხვრია.
მიიპარება მიწა სიღრმეში.
ლექსი ჩერდება, ლექსი ფითრდება...
მე მზით და ზღვებით სავსე ფილტვებით,
ბოლოს თეთრ ღრუბლებს ამოვიხვნეშებ...


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » ისე მომინდა შენი დანახვა (ავტორი:გიორგი არაბიძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.