Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 15 » ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია...
4:21 PM
ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია...


ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია,
ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს,
ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია,
შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.

მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს,
მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად,
შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობს
მშვენიერების სადაფებში საგოგმანებლად.

რადგან მტაცებელს არ სჩვევია ცხვრის ტყავი ეცვას,
და მის საკბილოს უნდა ერქვას რადგან ბატკანი,
შენც ნუ ისურვებ სხვის საამოდ ბუნების შეცვლას,
შენს თვალთმაქცობას ვერ გაუძლებს სხვა კაცთაგანი.

დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 767 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.