Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 11

შენი თვალები სადღაც მინახავს,

შენი ხმა სადღაც გამიგონია
ჩემო ძვირფასო, მთელი ცხოვრება
შენთან ვიყავი ასე მგონია....
წინათგრძნობაა ,თუ მოჩვენება,
ნაოცნებარი ,ანდა სიზმარი,
მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს,-
იმას გავხარ და რა ვქნა მითხარი?!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-11 | კომენტარი (0)


თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი

დავეცემი დავიმდაბლებ სულს
თუ კივილი ჩამეხშება ხმაში,
ქვენა გრძნობა დამეუფლა უცებ,
თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი!
თვალის ხამხამს გაუცვითე ტუში,
მსურს ავწაპნო ერთი ციდა სხივი,
სამზერიდან აგაცალო ვნება
ჩამოგყვები კონტურებად ვივლი.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 700 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-11 | კომენტარი (0)

მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 712 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-11 | კომენტარი (0)


ისე მომენატრე

რომ ამ დიდ სურვილს
ქარს გამოვატან და ის მოიტანს შენთან ამაღამ.
ისე მომენატრე,
სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს
და გამოუთქმელ სიყვარულის ამ ტყვეობაში
ჩემი სიტყვები ტანზე გცემდეს ზაფხულის წვიმად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 965 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-11 | კომენტარი (0)


რად მიყურებ აგრე კუშტად,

გალეული ხარ ჯავრით,
მე ვიცი რომ კლავენ მუშტით,
ზოგჯერ კლავენ ხანჯლით.

კლავენ თოფით, კლავენ ცულით,
კლავენ ჩანგლით, ფიწალით
და ივსება მიწის გული,
მერე ოთხი ფიცარით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 679 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-11 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.