ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე - 25 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 4:05 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე
11:54 PM
ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე
ტირის, თან მიღიმის და თან არა,
ფიქრობს, ხან მასთან ვარ და ხან არა,
უჭირს, მის გვერდით ვარ მაგრამ რა,
დღეს რომ ვუყვარვარ ხვალ არა.

მისით მთვრალი ვარ დღისით თუ ღამით,
მის გვერდით მინდა სულ ერთი წამით,
მინდა ვახარებდე ყოველთვის რამით,
ჩემს სიყვარულს ხომ ვამტკიცებ ამით.

ფიქრებში მუდამ თვალწინ მიდგება,
ჩემი გრძნობები მაშინ ვლინდება,
მას რომ ვუყურებ კოცნა მინდება,
ყველა ტკივილიც მაშინ ფრინდება.

წვიმიან ღამეს რამდენჯერ გზაში,
ხელებს ვითბობდი მის ლამაზ თმაში,
შეხორცებული ვიყავი მასში,
გაყინულ წვიმას ვერ ვგრძნობდი მაშინ.

თურმე სტკიოდა ჩუმად ყვიროდა,
ჩემთან იყო და მაინც ტიროდა,
ფიქრებით შორს სადღაც მიქროდა,
მე კი საშინლად ეს არ მინდოდა.

წავალ ტაძარში ვილოცებ მასზე,
სანთლებს დავანთებ გავდგები განზე,
მუხლებს მოვუყრი უფალს მე ქვაზე,
ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 140 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0