Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » ვიღაც ხელს მიწვდის
6:40 AM
ვიღაც ხელს მიწვდის
ვიქნები მარტო. დუმს ოთახი.
ხელში დავითნი.
აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ,
ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემს
ძვლებს დაითვლის,
ყველა კითხვაზე მოხმობის დღეს
ვინც მიპასუხებს.

დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის,
ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე,
ანარეკლების ელვარებით გადავსებული
და გზა, თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ.

ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ,
გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი,
ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ
სახლის თავხედან,
ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებდასათვლელი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 359 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.