უ-შენ-ობ-ა - 18 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:29 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 18 » უ-შენ-ობ-ა
4:38 PM
უ-შენ-ობ-ა
მიედინება დარდიანად დღეთა დინება,
შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები,
კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება,
გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები.
გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით,
დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით,
ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით,
და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით.
მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი,
და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს,
იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი,
თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს.
დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება,
და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები
დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება,
მე კვლავ მარტო ვარ,
უშენობას მგონი ვეჩვევი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 568 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0