Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 18 » ცნების ზღვაში შევცურდები ხოლმე
4:34 PM
ცნების ზღვაში შევცურდები ხოლმე
ცნების ზღვაში შევცურდები ხოლმე ანაზდად,
და ვეფერები ფერდობებზე შეფენილ იას
მზად ვარ ვაჩუქო სიყვარული იმას ავანსად
ვისგანაც იგი არასოდეს არ მიმიღია.
შენი ღიმილი თუ გულწრფელია
თუ მაგ ღიმილში მეც მიდევს წილი,
ეს ჩემი გული მაშინ წრფელია
აღარ ვყოფილვარ მთლად გასაწირი.
თუკი ეს გრძნობა ქრება ფიფქივით,
როცა მოიხსნი ღიმილის ნიღაბს,
ჯობია ლექსი დარჩეს ფიქრივით
და გავატანო ცხოვრების ნიავს.
მე ხშირად გხედავ,ვდგავარ და გიმღერ
თვალებს დავხუჭავ და მაინც გხედავ
გადავაყოლე დრო-ჟამი ფიქრებს
მოახლოებას მაინც ვერ ვბედავ.
თვალების სხივი თოკს წნავს უჩინოს
ნაქსოვი ბადით გულს შენსკენ ქაჩავს,
ცოდოა ცეცხლი არ გაუჩინო
ისედაც დაჭრილს მთლიანად დაწვავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 878 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.