ცხოვრებისეული განტოლება - 6 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:27 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 6 » ცხოვრებისეული განტოლება
9:46 PM
ცხოვრებისეული განტოლება

მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…

მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…

მიხეილ სამხარაძე

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 269 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0