Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » სტატუსები | ყურებამდე შეყვარებული ხართ - 20 სიმპტომი
11:40 AM
სტატუსები | ყურებამდე შეყვარებული ხართ - 20 სიმპტომი
1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.

2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება.

3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს

4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”

5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას სინჯავ, ფიქრობ: ”ვთქვა თუ არა?”, ”რომ ეწყინოს? ” და ა.შ.

6. წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ, მიხვიდე თუ დაელოდო. ჯერ მან შეგნიშნოს. გამოიცეკვო? - მერე არ იფიქროს, რომ აეკიდე, ამ ფიქრებით სხვა მამაკაცისკენ მიემართები.

7. მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. აანალიზებთ: ”რა თქმა უნდა, მარტოხელა არ იქნება ”. იწყებთ ეჭვიანობას და ხასიათი მაშინვე ფუჭდებათ.

8. მასთან საუბრის შემდეგ იწყებთ დიალოგის გაანალიზებას: რა გითხრათ, რა უპასუხეთ, გახსენდებათ, რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინა დაბნეულობისაგან, ბრაზდებით საკუთარ თავზე...

9. როცა იქ მიდიხართ, სადაც ის გეგულებათ, საგულდაგულოდ არჩევთ ტანსაცმელს, მაკიაჟს, სალონში ყველანაირად ცდილობთ, გახდეთ ”მის მომხიბვლელობა”.

10. შემთხვევით გადაეყარეთ, ვთქვათ მაშინ, როცა უბრალოდ სახლის ფორმაში, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ჩადიხართ. ”რა საშინელებაა, ეს რა დამემართა, რაღა ეხლა შემხვდა, მოწესრიგებული მაინც ვყოფილიყავი, - იმეორებთ გონებაში და ხასიათი საშინლად გიფუჭდებათ.

11. საუბარში რომელიმე წიგნი ახსენა და ზოგადად, მასზე დადებითი აზრი გამოთქვა. მაშინვე შემოირბენთ ყველა მეგობარს და მაღაზიას ამ წიგნის საშოვნად და ერთ ამოსუნთქვაზე კითხულობთ. კითხულობთ და ერთ ერთი გმირში მას ხედავთ, მეორეში კი შესაძლოა საკუთარ თავს ეძებთ და გგონიათ, რომ მის შესახებ ისეთი რამ შეიტყვეთ, სხვამ რომ არავინ იცის.

12. მასთან შესახვედრად წასვლას აპირებ და ჩანთაში შენს საყვარელ სურათებს დებ, ”ნუ რა იცი, რა ხდება... იქნებ დათვალიერება მოუნდეს.”

13. ყურადღებით უსმენ ყველას, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის მასზე. გაინტერესებს ყველაფერი, ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა შენამდე...

14. აქტიურად იწყებთ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლით კარტს მის სახელზე და თუ ამოგივიდათ - ”შენ ის მიგატოვებს”, ხელახლა იწყებთ კარტის გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა: ”შენი ბედიაო”.

15. როგორც კი მის ზოდიაქოს ნიშანს გაიგებთ, მაშინვე აკვირდებით, ეწყობით თუ არა ერთმანეთს.

16. თუ იცით, რომ წუთიწუთზე მოვა იქ, სადაც თქვენ ხართ, მაშინვე გასწორდებით, ფეხს ფეხზე გადაიდებთ, ქვედაბოლოს ოდნავ ზევით აწევთ (თუკი ასე უფრო გიხდებათ), ან დეკოლტეს გაიღრმავებთ და სრულ მზადყოფნაში ხართ.

17. თუ იცით, რომ დღეს უნდა ნახოთ, ჩვეულებრივზე ადრე და მხიარული იღვიძებთ. ქუჩაში გამოდიხართ ლაღი ღიმილით და გარემოც ბევრად მხიარული გეჩვენებათ. თითქოს ყველა ბედნიერია.

18. ზოგჯერ წარმოიდგენთ, როგორ გკოცნით და გეალერსებათ. თუმცაღა ის დღესდღეობით ის მხოლოდ გიღიმით.

19. როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლით და ისეთ სითბოს გრძნობთ, წამის შეჩერებას რომ მოგანდომებთ.

20. გაინტერესებთ ისეთი სტატიები, როგორიცაა ”როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს”, ”როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი” ან ”თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ -20 სიმპტომი”, აქტიურად ავსებთ ტესტებს მაგალითად - ”რამდენად სექსუალური ხართ”, ”რამდენად სასურველი და მომხიბვლელი ხართ”, ”მოსწონხართ თუ არა საწინააღმდეგო სქესს” და ა. შ.
კატეგორია: სტატუსები... ♥ | ნანახია: 914 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.