Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » შენი ღიმილი
10:01 PM
შენი ღიმილი
შენ ბეჭედი ხარ ალამსის თვლებით,
არა თასი ხარ, ღვინის ლალებით,
ნეტავ განახა შენი ღიმილი, 
ერთხელ განახა, ჩემი თვალებით.

იქნება მერე მაინც გამიგო
რომ შენით ვცოცხლობ და არა შენთვის,
მშვენიერი ხარ, მიუწვდომელი, 
შეუძლებელი და შორი ჩემთვის.

უცნაურია ეს ყველაფერი
ეს გაცვეთილი ფრაზებიც მაღრჩობს
მე შენ უბრალოდ ისევ მიყვარხარ
შენი დანახვა მე ისევ მათრობს,

იცი! აზრებიც კარგავენ აზრებს
გრძნობებიც მხოლოდ დროებითია, 
ერთი წამით რომ მაინც გიყვარდე...
შენ გძულვარ! ეს კი ჩემი ტვირთია.

თუ გიყვარს? დატკბი! თუინდაც ფიქრებში
დრო წამებივით გაივლის მალე,
მას! სიყვარულს რომ ვუწოდებთ ახლა
მოვალეობა გახდება ხვალე.

წარსულის ჩრდილში ჩუმად ცხოვრება
წარსულის ხათრით აწმყოს მოთმენა
იქნება მერე მაინც დაფიქრდე
იქნებ ინებო, ჩემი მოსმენა

ადრე თუ გვიან, როცა დრო მოვა
ისევ მოხდება, რაც ახლა ხდება, 
წმინდა ზარები, დიდ სამრეკლოზე, 
ადრე თუ გვიან, ბზარებით კვდება
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 378 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.