Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » სასიყვარულო ლექსები
5:30 PM
სასიყვარულო ლექსები
ო, სიყვარული რარიგ ნაზია
სიცოცხლის ბოლოს, სიბერის ზღურბლზე,
გამოსათხოვარ შუქით ანთია
დაისის მზე და აწითლებს ღრუბლებს.

ცა ჩამობნელდა. შორს, დასავლეთით
ძლივსშესამჩნევი სინათლე როკავს.
ნუ მიმატოვებ, მშვენიერებავ,
შემოღამებავ, მაცალე ცოტა.

აღარ ჩქეფს სისხლი. გულს ავსებს ნდობა,
სევდა - უსიტყვო და უსახელო...
ნეტარებაც ხარ, უიმედობაც,
შენ, სიყვარულო უკანასკნელო!

• • •
თედორე ტიუტჩევი

თარგმანი რუსულიდან - ლელა მეტრეველი
-


ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ –
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.

გცივა? -
ჩემ მხარეს ადრე მოადგა
ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა.
ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და
ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა.

შენთვის?
მაგრამ შენ მხოლოდ ფიქრი ხარ,
ფიქრის თმები გაქვს, ფიქრის თვალები.
და სიყვარულიც ისევ გვიხმება,
რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით.

ნოემბერი კი უფრო აურევს,
დამძიმებული ღრუბლის ტრაურით
მოიხსნი ბეჭდებს, ყვირფას საყურეს
და ხელუკუღმა ქარს გადაუყრი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 253 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.