როცა გეძახი - 6 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 4:01 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 6 » როცა გეძახი
1:16 PM
როცა გეძახი
როცა გეძახი,როცა მინდიხარ, 
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ 
და გამოწვდილი მირჩება ხელი. 

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, 
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, 
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ 
და ჩემი წილი ალერსით გათრობს. 

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, 
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, 
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ 
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები. 

როცა ვივსები,როცა ვარ შენი, 
როცა გნებდები,როცა მინდიხარ, 
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 283 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0